საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უკრაინელ სპორტსმენს, ომში დაღუპული სპორტსმენების გამოსახულებიანი ჩაფხუტის ტარების გამო შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებით, სპორტსმენს შესთავაზეს, რომ ჩაფხუტი რბოლის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ ეჩვენებინა, ასევე რბოლის დროს შავი სამკლავურის ტარების უფლება მისცეს.
"მესიჯს არავინ არ ეწინააღმდეგება, განსაკუთრებით მე. ეს ძლიერი მესიჯია. სამწუხაროდ, გამოსავლის პოვნა ვერ შევძელით. მსურდა, რომ რბოლაში მონაწილეობა მიეღო“, - აღნიშნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა.
"დისკვალიფიცირებული ვარ. ოლიმპიური მომენტის შანსს ვერ მივიღებ“, - განაცხადა ჰერასკევიჩმა.
ვლადისლავ ჰერასკევიჩი მილანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ციგაობა/სკელეტონის შეჯიბრებაში ასპარეზობს, რომელიც დღეს საღამოს უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ვლადისლავ ჰერასკევიჩს ჩაფხუტის ტარების აკრძალვის შესახებ სამშაბათს აცნობა. კერძოდ, საქმე ეხება ოლიმპიური ქარტიის 50.2 წესს, რომლის თანახმად, "არცერთი სახის დემონსტრაცია ან პოლიტიკური, რელიგიური ან რასობრივი პროპაგანდა არ არის დაშვებული ოლიმპიურ ობიექტებში, არენებსა თუ სხვა ადგილებში“.