“წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები კონტინგენტი დაახლოებით, 2 000 სტუდენტით გაიზრდება და 21 300-ით განისაზღვრება - ამას დაემატება პროფესიულ პროგრამებზე მისაღები დაახლოებით, 10 000 სტუდენტი, რომელიც განათლებას, ასევე, სრულიად უფასოდ მიიღებს“, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება გამოცხადდება ისეთ მიმართულებებზე როგორიცაა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ჰუმანიტარული მეცნიერები პედაგოგიკის გამოკლებით, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები.
ამ ეტაპზე, მთავრობის მიერ დამტკიცებულ დადგენილებაში აგრარული მიმართულება დროებით რჩება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, შესაბამისად, მიღება გამოცხადდება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით. თუმცა, უახლოეს დღეებში დაიწყება რეორგანიზაციის პროცესი, რომლის საფუძველზეც, რამდენიმე თვეში, აგრარული მიმართულება გადაინაცვლებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში. შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წელს ახლად მიღებული სტუდენტები აგრარულ ფაკულტეტზე სწავლას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყებენ“,
დადგენილ კვოტებზე დამატებით სტუდენტთა მიღება გამონაკლისის სახით შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაში თუ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, ბოლო ადგილზე მოხვდა თანაბარი ქულების მქონე 2 ან მეტი სტუდენტი ან თუ საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები ერთიანი ეროვნული გამოცდები გარეშე განაცხადებენ სწავლის სურვილს სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამის პროგრამაზე. აღნიშნული ცვლილებების შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუბრუნდება დედა უნივერსიტეტის სტატუსი“, - განაცხადა მიქანაძემ.
იხილეთ ასევე: