ავტორი:

"მოძალადე ალექსანდრე გაბაშვილის დაცვაზე უარი თქვეს ადვოკატებმა, ირმა ჭკადუამ და თეონა გვაზავამ! ეს არის ღირსეული ქალბატონების ღირსეული სვლა!" - ეკა კუპატაძე

"მოძალადე ალექსანდრე გაბაშვილის დაცვაზე უარი თქვეს ადვოკატებმა, ირმა ჭკადუამ და თეონა გვაზავამ! ეს არის ღირსეული ქალბატონების ღირსეული სვლა!" - ეკა კუპატაძე

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის ინფორმაციით, ბრალდებული ალექსანდრე გაბაშვილის დაცვაზე უარი თქვეს ადვოკატებმა თეონა გვაზავამ და ირმა ჭკადუამ. ამის შესახებ ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში წერს.

"თქვენი შიში და სიჩუმე, მოძალადეს აძლიერებს!!! მოძალადე ალექსანდრე გაბაშვილის დაცვაზე, უარი თქვეს ადვოკატებმა, ირმა ჭკადუამ და თეონა გვაზავამ!!! ეს არის ღირსეული ქალბატონების ღირსეული სვლა!!! გიგა ავალიანმა დაბადების წამიდან გარდაცვალების წამამდე, ყოველი წამი იცხოვრა უხინჯოდ!!!სწორედ გიგას გავლილი ცხოვრებაა ჩემთვის ფარიც და მახვილიც!!!

ამ ბრძოლაში, მე არ შევსულვარ მხოლოდ მაღალი ხმით და აწეული თითით! მე ამ ბრძოლაში ვარ ჩემი სტრატეგიული გეგმით!!! ზურგს მიმაგრებს უშიშარი ძმები, ჭკვიანი ადვოკატები და წრფელი საზოგადოება!!!(მინდა იცნობდეთ ჩემს ადვოკატებს Zaza Khatiashvili, Tamar Avaliani, Darejan Sulashvili.)ვხვდები, ხვდებით, რომ არ გავჩერდები მანამ, სანამ ყველა (განურჩევლად სქესისა, ასაკისა თუ სოციალური მდგომარეობისა) თავისი დანაშაულის პროპორციულად არ დაისჯება!!!

ბრაზი მახრჩობს, როგორ ითმენდა დიდი დიღომი ამ სისასტიკეს!!!! მათმა სიჩუმემ მოკლა ჩემი შვილი! შენი სიჩუმე მოკლავს სხვას, ილაპარაკე!!! შემზარავ ვიდეო კადრებში კარგად ჩანს, თუ რამხელა სიამოვნებას იღებენ მოძალადეები!მათი მშობლებისთვის კი, ეს უბრალოდ, "ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ჩხუბი!"-ა!!! მათი მშობლებიც არიან საზოგადოებისთვის საშიშნი!!!!!" - წერს ეკა კუპატაძე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რიკაძის, დემეტრე ჩიქოვანისა და ალექსანდრე გაბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმე, ჯგუფური ძალადობის სხვადასხვა ეპიზოდს ეხება.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვა პირები კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, თითქოსდა გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს და ახდენდნენ მათ გარეთ გამოტყუებას, ითანხმებდნენ მათ წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მსხვერპლის უმოწყალო ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა.

ვინაიდან ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან, სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა.

წაიკითხეთ ასევე: