ავტორი:

"შეჯიბრებიდან დისკვალიფიცირებული ვარ" - ატირებული მამა და მწვრთნელი: რა ხდებოდა, მას შემდეგ, რაც უკრაინელი სკელეტონისტი შეჯიბრებიდან მოხსნეს (ფოტოები)

"შეჯიბრებიდან დისკვალიფიცირებული ვარ" - ატირებული მამა და მწვრთნელი: რა ხდებოდა, მას შემდეგ, რაც უკრაინელი სკელეტონისტი შეჯიბრებიდან მოხსნეს (ფოტოები)

“ეს ჩვენი ღირსების ფასია!“ - მამის, მწვრთნელის და კომიტეტის ხელმძღვანელის რეაქცია, მას შემდეგ რაც ჩაფხუტზე გამოსახული, ომში დაღუპული სპორტსმენების გამო, უკრაინელი სკელეტონისტი შეჯიბრებიდან გარიცხეს

მას შემდეგ რაც უკრაინელმა სპორტსმენმა უარი თქვა შეეცვალა ჩაფხუტი, რომელზეც რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ სპორტსმენთა პორტრეტები იყო გამოსახული, მას შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღების უფლება ჩამოერთვა და ოლიმპიადას გამოეთიშა.

  • მისი გარიცხვის შესახებ ინფორმაცია სპორტსმენმა შეჯიბრებამდე ერთი საათით ადრე გაიგო. მიუხედავად იმისა, რომ ვლადისლავ გერასკევიჩის გადარწმუნება არაერთხელ სცადეს, მან პრინციპულად უარი თქვა ჩაფხუტის შეცვლაზე. შედეგად 27 წლის სპორტსმენს აკრედიტაცია ჩამოერთვა. ამჟამად გაურკვეველია, სრულად გარიცხავენ თუ არა მას ოლიმპიური სოფლიდან.

აღნიშნულთან დაკავშირებით მედიასთან განცხადება გააკეთა ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა კრისტი კოვენტრიმ. მან ჟურნალისტებთან საუბარში ცრემლები შეიკავა.

“მეგონა, რომ მნიშვნელოვანი იყო ჩემი აქ მოსვლა და მასთან (უკრაინელ სპორტსმენთან) პირისპირ საუბარი. არავინ, განსაკუთრებით მე, არ დავობს ამ გზავნილს; ეს არის ხსოვნის ძლიერი გზავნილი. ძალიან მინდოდა მისი სირბილის ნახვა. ეს ძალიან ემოციური დილა იყო“, - თქვა IOC-ის პრეზიდენტმა.

  • ფაქტს საჯაროდ გამოეხმაურა უკრაინელი სპორტსმენი.

“ეს ჩვენი ღირსების ფასია. მე შეჯიბრებიდან დისკვალიფიცირებული ვარ. ჩემს ოლიმპიურ მომენტს ვერ მივიღებ.

ისინი დაიღუპნენ, მაგრამ მათი ხმა იმდენად ხმამაღალია, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მათი ეშინია. გულწრფელად მჯერა, რომ სწორედ მათი მსხვერპლის წყალობით ჩატარდა ეს ოლიმპიური თამაშები დღეს. მაშინაც კი, თუ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს სურს ამ სპორტსმენების ხსოვნის ღალატი, მე ამას არ გავაკეთებ" - დაწერა გერასკიმოვიჩმა სოციალურ ქსელში.

  • მედიაში ასევე ვრცელდება სპორტსმენის მამის და მწვრთნელის ამაღელვებელი ფოტოები. მას შემდეგ, რაც მამამ კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო, ატირდა.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განცხადება ადგილობრივი დროით დილის 8:10 საათზე გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია: „უკრაინელი სკელეტონისტი ვლადისლავ გერასკევიჩი ბოლო შანსის მიცემის შემდეგ, დღეს დილით ვერ შეძლებს 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე შეჯიბრში მონაწილეობას მილანსა და კორტინაში“.

წყარო

იხილეთ ასევე: