თურქეთში, ქალაქ კაისერში, საიუველირო მაღაზიაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა ძარცვის უცნაური შემთხვევა გადაიღეს.
მედიის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც ეჭვმიტანილმა ძვირფასი ნივთებით სავსე კარადა გადააბრუნა , დაახლოებით 150 გრ ოქრო წაიღო. შემდეგ კი საჩქაროდ დატოვა ადგილი.
მამაკაცი მოგვიანებით დააკავეს. პოლიციამ მოპარული ოქრო მიწაში დამარხული იპოვა.
ეჭვმიტანილის ვინაობა არ სახელდება, თუმცა ცნობილია რომ ის 26 წლის მამაკაცია.