თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მეტროსადგურ „დელისზე“ ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიაში განუცხადეს, მეტროსადგურზე მატარებელს ცეცხლი არ გასჩენია, მას ჰქონდა ტექნიკური ხარვეზი და ჩიხში შეიყვანეს.
„მატარებელს ტექნიკური ხარვეზი ჰქონდა, დაიცალა მგზავრებისგან და ჩიხში შევიყვანეთ. მოძრაობა 3 წუთით შეფერხდა და საბურთალოს ხაზიც და პირველი ხაზიც მუშაობს ჩვეულ რეჟიმში“,- განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიაში.