პედოფილიასა და მკვლელობაში ბრალდებულ, წარმოშობით ელ სალვადორელ არალეგალი იმიგრანტი, მარიო ედგარდო გარსია-აკინოს წინააღმდეგ ლოს-ანჯელესის ოლქის პროკურატურამ ამ კვირაში კიდევ ცხრა ახალი ბრალდება წარადგინა, რომელიც ყველაფერთან ერთად 16 წლამდე არასრულწლოვანთან მიმართებაში პედოფილიის რვა ეპიზოდსაც მოიცავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად 44 წლის გარსია-აკინომ სან ფერნანდოს ველზე ფეხბურთის მწვრთნელად დაიწყო მუშაობა, ის ხშირად მიჰყავდათ ნორთ ჰოლივუდში მდებარე უიტსეტ ფილდსის პარკში, სადაც ახალგაზრდული ფეხბურთის მატჩები ტარდება და სავარაუდოდ სწორედ აქ შეხვდა 13 წლის მოზარდა ბიჭს, რომელსაც, ბრალდების მიხედვით, სექსუალურად გაუსწორდა და შემდეგ მოკლა.
გავრცელებული ცნობებით, 2022 წლის სექტემბრიდან 2024 წლის თებერვალს ჩათვლით ბრალდებულმა რამდენიმე არასრულწლოვანზე ასევე სექსუალურად იძალადა

მოკლული ბიჭის ძმის განცხადებით გარსია-აკინო მიზანში იმ ოჯახებს იღებდა , რომლებსაც შეერთებულ შტატებში ცხოვრების შესაბამისი სამართლებრივი სტატუსი არ ჰქონდათ, მოზარდებთან დასაახლოებლად კი მწვრთნელის სტატუსს იყენებდა.
ადვოკატის თქმით, გარსია-აკინო დამატებით ბრალდებების ეპიზოდებში თავს უდანაშაულოდ ცნობს, თუმცა ბრალდებების ზრდის ფონზე, არალეგალ იმიგრანტ ფეხბურთის მწვრთნელს შესაძლოა სიკვდილით დასჯაც კი დაემუქროს.