12 გერმანიაში თებერვალს თითქმის 800 საჰაერო რეისი გაუქმდა, რითაც, დაახლოებით 100 ათასი მგზავრი დაზარალდა, ამის მიზეზი კი გახდა Lufthansa-ს მფრინავებისა და ბორტგამცილებლების ერთდღიანი გაფიცვა, რის მიზეზიც საპენსიო დავაა.
გავრცელებული ცნობებით, განსაკუთრებით დაზარალდნენ ბერლინის, ფრანკფურტის, ჰამბურგის და დიუსელდორფის აეროპორტები, მიუნხენის რეისების უმეტესობა კი დაგეგმილ დროს განხორციელდა.
Lufthansa-მ გაავრცელა განცხადება და დაგმო გაფიცვა, რამაც "უკიდურესად მძიმე და არაპროპორციული ზემოქმედება მოახდინა" მგზავრებზე.
კომპანიის თქმით, დაზარალდნენ მისი მთავარი ავიაკომპანიები: Lufthansa, ასევე Eurowings-ი, Discover Airlines-ი და სატვირთო გადაზიდვები.
პილოტებისა და ბორტგამცილებლების პროფკავშირებმა თავის წევრებს გაფიცვისკენ 10 თებერვალს მოუწოდეს.
პილოტები საპენსიო შეღავათების გაუმჯობესებას ითხოვენ, ხოლო UFO-მ განაცხადა, რომ მისი წევრები Lufthansa-ს შვილობილი კომპანიის CityLine დახურვის გეგმებისა და მენეჯმენტის "კოლექტიური სოციალური გეგმის მოლაპარაკებაზე უარის“ გამო გაიფიცნენ.
Lufthansa-მ ერთი წლის წინ გამოაცხადა, რომ CityLine-ის ოპერაციები და პერსონალი ახალ შვილობილ კომპანიაში გადაინაცვლებდა.
სექტემბერში Lufthansa-მ განაცხადა, რომ 4 ათას სამუშაო ადგილს, ანუ თავისი სამუშაო ძალის დაახლოებით 4%-ს, შეამცირებდა.