ავტორი:

13 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი

13 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ნახეთ ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ავრცელებს ინფორმაციას თბილისის რიგ ქუჩებზე 13 თებერვალს ელექტრომომარაგების დროებით შეზღუდვის თაობაზე.

  • საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), არჩილ სულაკაურის, ანა კალანდაძის, გოთუას, შორსის, იოსებიძის, შარტავას და ხვიჩიას ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, მეფე მირიანის, არქანჯელო ლამბერტის, სტრაბონის, ნიკო ბურის, კრისტიან სტივენის, შერმადინის, ხატაეთის, ბერტა ფონ ზუტნერის, ვეფხისტყაოსნის, ნესტან-დარეჯანის, ბარონ დე ბაის, იაკობ რაინეგსის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ჰუგო ჰუბერტის, მარკო პოლოს და დავით ბატონიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატო III მიკრორაიონის, შალვა ნუცუბიძის, შალვა გოგიძის, გამრეკელის და ძოწენიძის ქუჩების მოსახლეობას.

  • გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.