ავტორი:

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 80% 10-წელზე მეტი წლოვანებისაა - "ეს აკრძალვა შედეგს ვერ მოიტანს... მანქანა ყველაზე მოქნილი იარაღია, რომ ოჯახი შევინახოთ"

საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 80% 10-წელზე მეტი წლოვანებისაა - "ეს აკრძალვა შედეგს ვერ მოიტანს... მანქანა ყველაზე მოქნილი იარაღია, რომ ოჯახი შევინახოთ"

"ყველა აკრძალვის წინააღმდეგი ვარ, ეს სასურველ შედეგს მაინც ვერ მოგვიტანს“, - ასე ეხმაურება საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე 6-წელზე მეტი ასაკის ავტომობილების შემოყვანის დაგეგმილ აკრძალვას.

"ყველა აკრძალვის წინააღმდეგი ვარ. შეიძლება, გარკვეული შეზღუდვების დაწესება, მაგრამ არა სრულად აკრძალვა. ეს სასურველ შედეგს მაინც ვერ მოგვიტანს. 10-წლიან შეზღუდვაზეც ვამბობდი, რომ სასურველ შედეგს ვერ მოგვიტანდა, მეტიც, უფრო ადრეც ვამბობდი, რომ საპარკინგე სივრცეების შემცირება სასურველ შედეგამდე ვერ მიგვიყვანდა და ავტომობილების რიცხვი გაიზრდებოდა.

ჩვენი გეოგრაფიული მოწყობისა და გამომუშავების სისტემის პირობებში, დღეს ავტომობილი ყველაზე მოქნილი იარაღია იმისთვის, რომ ადამიანმა ოჯახი შეინახოს - გათვლა არ არის მხოლოდ კომფორტზე. როგორც არ უნდა გავართულოთ ამ იარაღის მოპოვება, მაინც იქნება პრიორიტეტი ავტომობილის ყოლა, იმიტომ რომ, სხვა მხრივ ძალიან რთულია ჩვენს ქვეყანაში ოჯახის შენახვა.

თუ გვინდა, რომ ეკონომიკა იზრდებოდეს, ამისთვის, გვჭირდება უფრო მეტი საშუალება, რათა დოვლათი შეიქმნას. ამ მეტი საშუალების ერთ-ერთი მძლავრი მექანიზმი არის სწორედ ავტომობილი. ვფიქრობ, რომ დაგეგმილი ცვლილებები არასწორია“, - განაცხადა მევლუდ მელაძემ.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, საქართველოში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების წლოვანებით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1.914 მილიონს შეადგენს, ხოლო მომსახურების სააგენტოს ცნობით, რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 2.015 მილიონს აჭარბებს.

წლოვანების შესახებ სტატისტიკას „საქსტატი“ აწარმოებს, თუმცა კონკრეტულად 6-წლიან ავტომობილებზე ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. აქვე შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ამ დროისთვის 10 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აკრძალულია.

რაც შეეხება რეგისტრირებული ავტომობილების წლოვანებას, „საქსტატის“ მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანაში ავტომობილების 80.5% 10 წელზე მეტი ასაკისაა...განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: