ავტორი:

შემზარავი რეალობა დუბაის ფუფუნების მიღმა: ვინ დგას ქსელის უკან, რომელიც გოგონებს მაღალანაზღაურებად სამსახურს ჰპირდება, შემდეგ კი "სექს-ინდუსტრიის ჯოჯოხეთში" უშვებს

შემზარავი რეალობა დუბაის ფუფუნების მიღმა: ვინ დგას ქსელის უკან, რომელიც გოგონებს მაღალანაზღაურებად სამსახურს ჰპირდება, შემდეგ კი "სექს-ინდუსტრიის ჯოჯოხეთში" უშვებს

დუბაი - ფუფუნების, ცათამბჯენების და ოცნებების ქალაქი. თუმცა, ამ ბრჭყვიალა ფასადის მიღმა იმალება შემზარავი რეალობა, რომელზეც ხმამაღლა ლაპარაკს ბევრი ერიდება. 24 წლის გრეისისთვის (სახელი შეცვლილია) „არაბული ზღაპარი“ ნამდვილ კოშმარად იქცა. ის ერთ-ერთია იმ ათასობით ქალს შორის, რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა და სექს-ინდუსტრიის „ცოცხალ ტუალეტად“ ქცევას ძლივს გადაურჩა.

„ეს იყო ცოცხალი ჯოჯოხეთი. ამ ტრავმას თავს ვერასდროს დავაღწევ“, - ამბობს გრეისი, რომელიც საკუთარ თავზე გამოცდილ საშინელებებს იხსენებს.

დაპირებული სამსახური და ჩამორთმეული პასპორტი

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ უგანდაში მცხოვრებ უმუშევარ გრეისს ნაცნობმა დუბაის ერთ-ერთ სუპერმარკეტში დასაქმება შესთავაზა. ხელფასი - 500 ფუნტი (დაახლოებით 1700 ლარი), რაც მისთვის უზარმაზარი თანხა იყო. გრეისმა 800 ფუნტი გადაიხადა ვიზისა და ბილეთისთვის, იმ იმედით, რომ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდა.

თუმცა, აეროპორტში დახვედრისთანავე სურათი შეიცვალა. ის სხვა სამ გოგონასთან ერთად მანქანაში ჩასვეს, ბინაში გამოკეტეს და პასპორტები ჩამოართვეს. „გვითხრეს, რომ სამსახური არ არსებობდა და მათთვის ათასობით დოლარი გვქონდა ვალი - ბილეთის, ბინის და საკვების საფასური. ერთადერთი გზა ამ ვალის გადასახდელად კაცების მომსახურება იყო. გვაიძულეს გამომწვევი ტანსაცმელი ჩაგვეცვა და ვიდეოებს გვიღებდნენ. თუ უარს ვიტყოდით, გვემუქრებოდნენ: ’ნახავთ, რა დაგემართებათ’“, - იხსენებს გოგონა.

გრეისი წელიწად ნახევარზე მეტხანს იმყოფებოდა ტყვეობაში. მას ყოველდღიურად აიძულებდნენ სექსუალურ კავშირს მდიდარ კლიენტებთან.

რა არის Porta Potty წვეულებები - დუბაის ყველაზე შემზარავი საიდუმლო

ბოლო დროს სოციალურ ქსელებში სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ე.წ. Porta Potty (პორტატული ტუალეტი) წვეულებების შესახებ. ეს არის საიდუმლო ელიტარული შეკრებები, სადაც მდიდარი არაბი შეიხები და ბიზნესმენები მოდელებსა და ინფლუენსერებს დიდ ფულს უხდიან... მათზე დეფეკაციისა და შარდვისთვის.

ამაზრზენი ფეტიშები, სადაც ქალებს „ადამიანურ ტუალეტებად“ იყენებენ, დუბაის ყველაზე ბნელი წერტილია. ბრიტანელი ინფლუენსერი, სეინტ მულანი, აცხადებს, რომ ერთ-ერთი პრინცის წარმომადგენელმა მას 16 000 ფუნტი შესთავაზა მხოლოდ იმისთვის, რომ პრინცს მასზე მოეშარდა.

„ეს სრულიად მოულოდნელი იყო. მაშინ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა Porta Potty, მაგრამ მინდა, სხვა გოგონები გავაფრთხილო, რომ ამ მახეში არ გაებან“, - ამბობს მულანი.

სიკვდილი ცათამბჯენებიდან და დასახიჩრებული მოდელები

ეს სამყარო მხოლოდ დამცირება არ არის - ის ხშირად სასიკვდილოა. გასულ წელს, 20 წლის უკრაინელი მოდელი მარია კოვალჩუკი სასტუმროში გამართული წვეულების შემდეგ იპოვეს. მას ხერხემალი ჰქონდა გატეხილი და სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. დადიოდა ხმები, რომ მას თავის ქალის კანიც კი გადააძრეს.

კიდევ უფრო ტრაგიკულია მონიკ კარუნგისა და კეილა ბირუნგის შემთხვევები - ორივე გოგონა მაღალსართულიანი შენობიდან გადმოვარდა და დაიღუპა. პოლიციამ ეს თვითმკვლელობად მიიჩნია, თუმცა ოჯახები დარწმუნებულები არიან, რომ ისინი ტრეფიკინგის მსხვერპლნი იყვნენ.

ამ საქმეში ფიგურირებს ვინმე ჩარლზ მვესიგვა, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, სექს-ტაფიკინგის ქსელს მართავდა და კლიენტებს ჰპირდებოდა, რომ გოგონები "აბსოლუტურად ყველაფერზე“ იყვნენ თანახმა 750 ფუნტის სანაცვლოდ. ის ამჟამად დუბაის ცენტრალურ ციხეში იმყოფება".

რატომ ვერ ამბობენ მსხვერპლები "არას"?

ორგანიზაცია Detained in Dubai-ს ხელმძღვანელი, რადა სტირლინგი განმარტავს, რომ დუბაიში კანონმდებლობის ლიბერალიზაციამ (ქორწინების გარეშე სექსის ლეგალიზებამ) ტრეფიკინგის ორგანიზატორებს გზა გაუხსნა.

„ბევრი ქალი ჩივის სექსუალურ ძალადობაზე, მაგრამ პოლიციაში არ მიდიან, რადგან ეშინიათ, რომ თავად მათ დააკავებენ ან პასპორტს ჩამოართმევენ, როგორც მოწმეებს, და ქვეყნიდან ვეღარ გავლენ“, - ამბობს სტირლინგი.

ტრეფიკიორები მსხვერპლებს სრულ იზოლაციაში ამყოფებენ. თუ მათ ტელეფონებს აძლევენ, ყოველი ზარი და შეტყობინება კონტროლდება. გარე სამყაროსთან კავშირის დამყარების მცდელობის შემთხვევაში, ტელეფონებს უმტვრევენ და ფიზიკურად უსწორდებიან.

გადარჩენა და სტიგმა

გრეისმა გაქცევა სასწაულით მოახერხა. ერთ-ერთმა კლიენტმა მას ტელეფონი ათხოვა, რათა ოჯახს დაჰკავშირებოდა. მისმა ახლობლებმა დახმარებისთვის საქველმოქმედო ორგანიზაციას მიმართეს, რომელმაც 700-ზე მეტი ქალი დაიხსნა მსგავსი ტყვეობიდან.

"თუმცა, სამშობლოში დაბრუნება ყველაფრის დასასრული არ არის. „ისინი სტიგმატიზებულები არიან. გრძნობენ, რომ საზოგადოებას აღარ ეკუთვნიან. ფსიქოლოგიურად საკუთარი თავი სძულთ იმის გამო, რაც გადახდათ“, - ამბობს საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მარიამ მვიზა.

გრეისი ახლა ნელ-ნელა ცდილობს ცხოვრების ნაწილების აწყობას, თუმცა ამბობს, რომ დუბაის ბრჭყვიალა ცათამბჯენების ჩრდილში გატარებული ყოველი დღე მის მეხსიერებაში სამუდამო იარად დარჩება.