ავტორი:

"ახლა რასაც ვიტყვი, არსად მითქვამს... საქმის მასალებში იცით რა დევს? WhatsApp-ი შექმნილი აქვთ უცხოურ ნომრებზე... მასშტაბურ დანაშაულთან გვაქვს საქმე" - ეკა კუპატაძე

"ახლა რასაც ვიტყვი, არსად მითქვამს... საქმის მასალებში იცით რა დევს? WhatsApp-ი შექმნილი აქვთ უცხოურ ნომრებზე... მასშტაბურ დანაშაულთან გვაქვს საქმე" - ეკა კუპატაძე

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის კიდევ ერთხელ ეხმაურება პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოებს და ხსნის, რა სქემით არჩევდნენ მოძალადეები მსხვერპლს.

  • ეკა კუპატაძე გუშინ "ტიკ-ტოკის" ლაივში ისაუბრა ვრცლად ამ თემაზე და აღნიშნა, რომ საქმე გვაქვს საკმაოდ დიდ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან.

"დიდი დაჯგუფების პატარა ნაწილი უჭირავს ხელში პროკურატურას; ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იპოვიან ყველას. ახლა მოვყვეთ, როგორ არჩევდნენ ისინი მსხვერპლს. მოდი, აქედან დავიწყებთ: რატომ ვერავინ ვერ მოსთხოვდა მათ პასუხს. გაინტერესებთ, რატომაა დიდი ალექსანდრე გაბაშვილი თამამი, როცა ამბობს, რომ აქ არ არსებობს დაზარალებულიო? იმიტომ არ არსებობს დაზარალებული, რომ დაზარალებული ხმას ვერ იღებს. შეარჩევდნენ მსხვერპლს, სრულწლოვანს; თან როგორი სრულწლოვანს - სადღაც 30 წლის ან მის ზევით, რომ ასაკობრივი ზღვარი დაჭერილი ყოფილიყო მკაფიოდ. ახლა ერთ რაღაცას გეტყვით, რომელიც არსად არ გვითქვამს ჩვენ: საქმის მასალებში იცით რა დევს? WhatsApp-ი შექმნილი აქვთ უცხოურ ნომრებზე; უკრაინის ნომრით აქვთ; ანუ ეს ყველაფერი ვერ გაკონტროლდება საქართველოს მასშტაბით.

აქ არის სხვა ხალხი ჩართული; აქ არის დიდი ხალხი ჩართული; ეს ცოტა სხვანაირი მაფიაა. არ მაქვს მოჩვენებები; რასაც ვამბობ, ყველაფერს ვამბობ ზუსტად; თორემ ბოლომდე შესაძლოა ვერ გაშიფრონ, მაგრამ ბევრ რამეს იტყვის პროკურატურა და ნახავთ თქვენ, აქ რა მასშტაბურ დანაშაულთან გვაქვს საქმე. მოკლედ, ეს ვიღაც დიდი, ასაკოვანი ტიპები ირჩევენ საკბილოს, ვიღაც პიროვნება X-ს და შემდეგ უკავშირდებიან არასრულწოვნებს. მე ვარ, დავუშვათ, ის ადამიანი, ვისაც რაღაცა ინტერესი მაქვს; ავარჩიე პიროვნება X; მაგრამ პიროვნების არჩევისას მე ვეძებ არასრულწოვნებს. რატომ? იმიტომ, რომ არასრულწოვან ბიჭს ჰყავს მეგობარი - არასრულწოვანი გოგონა. ირჩევენ არასრულწლოვან ბიჭებს, ცოტა ისე მოშტერო ელემენტებს, რომლის დამორჩილებაც შეუძლიათ, რომელიც არც სკოლაში დადის... მოკლედ, ეძებენ ასეთ საკბილოებს და შემდეგ ეს არასრულწოვანი ბიჭები უკავშირდებიან არასრულწოვან მეგობარ გოგოებს. ერთად არის პატარა, მახინჯი ჯგუფი ამ არასრულწოვნების შექმნილი და ეს არასრულწოვანი გოგონები აი, ამ მსხვერპლს წერენ.

ეს ვიღაც სრულწლოვანი, 30 წლებთან მიახლოებული, აი ამ ვიღაც არასრულწლოვან გოგოსთან 12-13 წლიან ასაკობრივ სხვაობაშია; შესაბამისად, ეს მისთვის გადის პედოფილიაში, ხომ? შემდეგ სასიყვარულო ურთიერთობები მიდის. პროკურატურამაც ხომ თქვა? უბრალოდ, ჩემთან მისამართი შეეშალათ, ჩემს შვილთაანაც, და მერე ჩემი შვილის ამბავს გეტყვით; ჯერ ამას გავშიფრავ. მიდის ეს სასიყვარულო ურთიერთობები და ამ სრულწლოვანს ეს არასრულწოვანი გოგონა ეპატიჟება შეხვედრაზე; გამოჰყავს და იქ ხვდებიან ეს მანიაკი ბიჭები, სისხლმოწყურებული ბიჭები და ეკითხებიან: შენ აქ რატომ ხარ? შენ ვინ ხარ? რისთვის მოხვედი? და ეს საწყალი თავს გრძნობს დამნაშავედ. მიტომ ვერ იღებენ ხმას.

ეს იცით რას ამბობს? ნახე, ამათ გააჩინეს მასში დანაშაული და აგრძნობინეს, რომ შენ დამნაშავე ხარ; ის ფსიქოლოგიურად გატეხილია და ხმას 100 წელი ვერ ამოიღებს. იცით რატომ? როგორი ადამიანს ვერ აიტანს საზოგადოება? პედოფილს საქართველოს მოსახლეობა ვერ აიტანს;" - ჰყვება ეკა კუპატაძე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რიკაძის, დემეტრე ჩიქოვანისა და ალექსანდრე გაბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვა პირები კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, თითქოსდა გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს და ახდენდნენ მათ გარეთ გამოტყუებას, ითანხმებდნენ მათ წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მსხვერპლის უმოწყალო ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა.

ვინაიდან ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან, სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში წარიმართა.

ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ჯამში 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს ბრალდება დაუმძიმდა. არსებული ცნობებით, საქმე ეხება დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს, რომელთაც პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა. დ.ჩ.-ს გამოძიება ახლა ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ჯგუფურად. ამასთან, ა.ნ.-ს პროკურატურა მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, ახლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს ბრალი, რაც უფრო მძიმე მუხლია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან 7 წლამდე.

წაიკითხეთ ასევე: