ბატონი პაპუაშვილი ჯამში 21 წელი იყო გერმანულ ანაზღაურებაზე, ის 48 წლისაა, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მხრიდან გერმანიის მთავრობისადმი კრიტიკას.
"მე ბატონ პაპუაშვილს კარგად ვიცნობ, თუმცა ვიკიპედიის თანახმად, ის სწავლობდა გერმანიაში 4 წლის განმავლობაში გერმანიის ფედერალური ხელისუფლების მიერ გაცემული სტიპენდიით, შემდეგ მან გაატარა 17 წელი GIZ-თან, რომელიც არის გერმანიის განვითარების თანამშრომლობის ტექნიკური იმპლემენტაციის სააგენტო და GIZ-ის განვითარების პროექტები საქართველოში დიდწილად დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური ხელისუფლების მიერ. ასე რომ, 4 წელს დამატებული 17 წელი, ჯამში გვაძლევს 21 წელს, სწორედ ამდენი იყო ბატონი პაპუაშვილი გერმანულ ანაზღაურებაზე. ის 48 წლისაა. 21- 48, დამატებითი კომენტარი არ მაქვს ამასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ფიშერმა.

რაც შეეეხება „ქართული ოცნების“ ლიდერების, განსაკუთებით კი შალვა პაპუაშვილის მხრიდან ბრალდებებს უშუალოდ ელჩის მიმართ, ფიშერი ამბობს, რომ „გარე ძალებთან“ დაკავშირებით საქართველოში არსებული ნარატივის გამო მას „განტევების ვაცად“ იყენებენ.
"ამ ქვეყანაში არსებობს გამოგონილი ნარატივი, ამბავი იმის შესახებ, რომ არსებობს „გლობალური ომის პარტია“- ის არ არსებობს! „დიფ-სთეითი" - არ არსებობს, რომელსაც სურს საქართველოს დაზიანება. ეს ყველაფერი მართალი არ არის. სიმართლე ამის საპირისპიროა - ევროპა იყო და იქნება საქართველოს მეგობარი! ვიმედოვნებ, რომ ქართველები იაზრებენ ამას და არ სჯერათ გამოგონილი ნარატივის. ჩვენ ვისაუბრეთ მანიპულაციურ ტექნიკებზე. ეს ასევე არის ტექნიკა, ეს ისეთივე ძველია, როგორც ისტორია - შექმნა უცხო „განტევების ვაცი“, გარე მტერი და ყველაფერი შეიძლება დაჰბრალდეს ამ გარე მტერს. მე ვარ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ელჩი, ჩვენ ევროკავშირის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული სახელმწიფო ვართ. ჩვენ ევროკავშირის უდიდესი ეკონომიკა ვართ. ჩვენ მსოფლიოში სიდიდით მეოთხე ეკონომიკა ვართ. და ვფიქრობ, ჩანაწერები აჩვენებს, რომ შესაძლოა, აშშ-სთან ერთად, ჩვენ ვიყავით საქართველოს საუკეთესო მეგობარი და პარტნიორი ისტორიის განმავლობაში, იქამდეც კი სანამ აშშ აქ 1918 წელს ჩაერთვებოდა. ამგვარად, მე ვხდები ძალადობის მსხვერპლი ამ გამოგონილი ნარატივის გამო „გარე მტრებზე“, და მიყენებენ, როგორც სასურველ „განტევების ვაცს“ და „დასასჯელ ბიჭს“, რათა ამ ნარატივში ჩამსვან. ერთ-ერთმა თქვენმა ცნობილმა პოლიტიკოსმა კი თქვა, რომ მე მხოლოდ პატარა ჭანჭიკი ვარ "დიფ-სთეითში". სწორედ ამიტომ ვარ „გამოსადეგი“ ამ გამოგონილი ნარატივისთვის. მხოლოდ ესაა მიზეზი. საქმე ჩემში კი არა, ნარატივშია. თუმცა მე ვიტყოდი - არ გეჩვენებათ უცნაურად, რომ მსოფლიოში არსებული ყველა პოლიტიკური პარტიიდან „ქართული ოცნება“ საუბრობს „დიფ-სთეითზე", გაუმჭვირვალე ძალებსა და არაფორმალურ მმართველობაზე? ნარატივი თითქოს იმ მიმართულებით მიდის, რომ „ვინც ჩვენთან არ არის, ის ჩვენს წინააღმდეგაა“ - კიდევ ერთი ძველი ხრიკი - „ვინც ჩვენთან არ არის, ის სახელმწიფოს წინააღმდეგაა“. რა ლოგიკაა ამაში? „ქართული ოცნება“ რომ სახელმწიფოა - ეს უკვე საკმაოდ „ღრმად“ განაცხადია ჩემთვის.
ჩვენ არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს. დავუბრუნდები იმას, რატომ ვაკეთებთ კომენტარს კონკრეტულ რაღაცებზე. მე ვფიქრობ, რომ თითქმის ყველა ქართველმა იცის, რომ ევროკავშირი და სავარაუდოდ, განსაკუთრებით, გერმანია იყვნენ საქართველოს საუკეთესო მეგობრები და პარტნიორები უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან. ჩვენ ვიყავით თქვენი საუკეთესო მეგობარი და პარტნიორი დემოკრატიის შექმნაში, ეკონომიკის შექმნაში და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევაში. ეს არის ის სამი სურვილი, რომლითაც საქართველო გამუდმებით მოგვმართავდა და ჩვენ ვუპასუხეთ პარტნიორობით, მეგობრობით, გულუხვობითა და ეფექტურობით, რადგან საქართველოს ჰქონდა გიგანტური პროგრესი სამივე მიმართულებით. ახლა უცაბედად, ჩვენ მტრები ვართ? ჩვენ მხარს ვუჭერთ ძალადობრივ გადატრიალებას საქართველოში ? ეს უბრალოდ მართალი არ არის! გულწრფელად არ ვფიქრობ, რომ ბევრ ქართველს სჯერა ამის. დიახ, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს მოსაზრებას ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სასარგებლოდ, ჩვენ მიმართ საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებზე და იმ ორმხრივ რაღაცებზე დაფუძნებით, რასაც ჩვენ ერთად მოვაწერეთ ხელი და ასევე, ჩვენი პირადი ღირებულებებიდან გამომდინარე. მაგრამ ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები",- განაცხადა ფიშერმა.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.