ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გაჩხერილი ჰყავთ და უნდათ ბოლო მოუღონ, თუმცა, ბევრად უფრო რთულადაა საქმე - არავის ეგონოს, რომ კერძო უნივერსიტეტები ამას გადაურჩებიან! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "რადიო პალიტრის“ ეთერში განაცხადა.
"არავის ეგონოს, რომ კერძო უნივერსიტეტები ამას გადაურჩებიან! ეს ხომ არის პირდაპირი ნიშანი, რომ ცალ-ცალკე ეხებიან სხვადასხვა დარგს, სექტორს. სხვას გონია, რომ მე გადავრჩი, რა კარგია, შეიძლება გავჩუმდეო, მაგრამ... როგორ მოქმედებდა საბჭოთა სისტემა?
პირდაპირ ეს არის: როდესაც აკაკუნებდნენ ვიღაცის კარებთან, მაშინ მეზობელი ფიქრობდა, მე გადავრჩიო და ჩუმად იყო, შემდეგ მას მიადგნენ. ეს არის რაც ვრცელდება დღეს უნივერსიტეტებზე. ხვალ რომელიმე დარგზე [გავრცელდება], ბაზრობაზე, მარკეტებზე, ექიმებზე“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.