ლუვრის მუზეუმი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა.
საფრანგეთის პოლიციამ, რომელიც პარიზში მდებარე მუზეუმში სავარაუდო 10 მილიონი ევროს ღირებულების ბილეთების თაღლითობის სქემას იძიებს, ცხრა პირი უკვე დააკავა.
პარიზის პროკურატურის ცნობით, დაკავებულებს შორის ლუვრის ორი თანამშრომელი, რამდენიმე ტურისტული გიდი და კიდევ ერთი პირია, რომელიც სქემის ორგანიზატორად მიიჩნევა.
თაღლითობის შესახებ განცხადებით სამართალდამცველებს თავად ლუვრის წარმომადგენლებმა მიმართეს, რის შემდეგაც მუზეუმისა და პოლიციის თანამშრომელთა მონაწილეობით, სპეციალური თაღლითობის საწინააღმდეგო გეგმა შემუშავდა.
ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სავარაუდო სქემაში გიდები მონაწილეობდნენ, რომლებიც ტურისტებზე, ძირითადად, ჩინელი ვიზიტორებზე ერთხელ გამოყენებულ ბილეთებს ხელმეორედ ყიდდნენ. მეთვალყურეობამ და სატელეფონო მოსმენებმა ბილეთების განმეორებით გამოყენების ფაქტები დაადასტურა და “ლუვრში“ მომუშავე ის სავარაუდო თანამზრახველებიც აღმოაჩინა, რომლებიც გიდების მიერ ნაღდი ფულით გადახდილი საფასურის ნაცვლად მათ ტურისტების ჯგუფების ბილეთების შემოწმებას “აცილებდნენ თავიდან“.
გამომძიებლების ვარაუდით, ამ თაღლითური ქსელს გამოყენებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მუზეუმში დღეში დაახლოებით 20-მდე ტურისტული ჯგუფი შეყვანა ხდებოდა.