თურქეთიდან მანჩესტერისკენ მიმავალ რეისზე ბრიტანელ მგზავრებს შორის მასობრივი ჩხუბი ატყდა, რის გამოც თვითმფრინავი იძულებული გახდა საგანგებო დაშვება განეხორციელებინა.
ჰაერში მყოფ რეისზე გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ყვირიან მგზავრები, მაშინ როდესაც რამდენიმე ადამიანი, სალონში, ერთმანეთს ეჭიდავება და მუშტებს ურტყამს.

ქაოსი მთელ სალონში სწრაფად გავრცელდა, მასში შეშინებული ოჯახები და ხანდაზმული მგზავრები აღმოჩნდნენ ჩათრეულნი.
თვითმხილველების თქმით, როდესაც კონფლიქტი საბოლოოდ ჩაცხრა სავარძლებზე სისხლი კვალი ჩანდა, ხოლო იატაკზე - გაფანტული კბილები.
დაჯდომის შემდეგ ბორტზე პოლიცია ავიდა და ორი პირი დააკავა.

მგზავრების თქმით, დაკავებულთაგან ერთ-ერთი ძლიერ ნასვამი იყო და რასისტულად ლაპარაკობდა, რის შემდეგაც ვითარება გამწვავდა და ბორტგამცილებლებთან სიგარეტის გამო დაპირისპირებაში გადაიზარდა.
როგორ მოგვიანებით თვითმფრინავის პილოტმა განაცხადა, 30 წლის განმავლობაში განხორციელებული ფრენების დროს საგანგებო დაშვების შემთხვევები ერთი ხელის თითებზე შეეძლო ჩამოეთვალა, თუმცა მსგავსი ძალადობრივი ინციდენტი არასდროს უნახია.