ავტორი:

ვის არ შეეხება აკრძალვა ავტომობილებზე, რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

ვის არ შეეხება აკრძალვა ავტომობილებზე, რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება

2026 წლის 1-ელი აპრილიდან საქართველოში აიკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის მსუბუქი ავტომობილების როგორც პირველადი, ისე დროებითი რეგისტრაცია.

  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აკრძალვა არ გავრცელდება ავტომობილების იმპორტზე იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორი არ ახორციელებს მათ საქართველოში რეგისტრაციას, აგრეთვე, რეექსპორტზე, ტრანზიტსა და ექსპორტზე.

„M1 კატეგორია მოიცავს არაუმეტეს 5 ტონა სრული მასის მქონე ავტომობილებს, რომლებიც განკუთვნილია მგზავრების გადასაყვანად (მძღოლის ადგილის გარდა არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილით) და მათი ბარგის ტრანსპორტირებისთვის. კონკრეტული ავტომობილის M1 კატეგორიასთან შესაბამისობის დასადგენად კონსულტაციის გავლა შესაძლებელია შსს-ს სსიპ მომსახურების სააგენტოში.

დადგენილი შეზღუდვა არ შეეხება ელექტრომობილებს და მათი რეგისტრაცია დასაშვებია გამოშვების წლის მიუხედავად. აკრძალვა ასევე არ ვრცელდება ავტომობილების იმპორტზე იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორი არ ახორციელებს მათ საქართველოში რეგისტრაციას, აგრეთვე, რეექსპორტზე, ტრანზიტსა და ექსპორტზე...განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: