ავტორი:

"ნია იმნაძის "ოჯახი" სუფრაზეც კი თავს იწონებს, რომ ნიას ვერ დაიჭერენ... არ იქნება სახელმწიფო სამართალი?! იქნება ჩემი სამართალი!" - ეკა კუპატაძე

"ნია იმნაძის "ოჯახი" სუფრაზეც კი თავს იწონებს, რომ ნიას ვერ დაიჭერენ... არ იქნება სახელმწიფო სამართალი?! იქნება ჩემი სამართალი!" - ეკა კუპატაძე

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მას უკავშირდება უამრავი არასრულწლოვანი, რომლებიც ამბობენ, რომ პროკურატურის მიერ დასახელებული ბრალდებულები მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ. კუპატაძის თქმით, ამ თემაზე "ალაპარაკდა სკვერში მომხდარი ცემის თვითმხილველიც".

"დამიკავშირდნენ არასრულწლოვნები (მშობლებიც), რომელთაც ფიზიკურად პირადად უსწორდებოდნენ ეს ველურები! ალაპარაკდა სკვერში ცემის თვითმხილველები!" - წერს კუპატაძე.

ის ასევე ეხება ნია იმნაძის თემას და მოითხოვს, სახელმწიფომ მასთან დაკავშირებითაც "აღადგინოს სამართალი".

"ნია იმნაძის ადვოკატს, გიორგი ლეკიშვილს, ვუმეორებ უპასუხოდ დატოვებულ საჯარო მოთხოვნას!!! იპოვე ერთი ადამიანი, ვისაც გიგა ავალიანისგან ახსოვს რაიმე სახის გადაცდომა, თუნდაც ღრმა ბავშვობაში! მოთხოვნა ერთადერთია, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ნამდვილად იცნობდა გიგა ავალიანს!!! ან, საჯაროდ მოიხადე ბოდიში და აღიარე, რომ ოჯახმა შეგიყვანა შეცდომაში! მკვდარი ვერ ლაპარაკობს, მაგრამ ლაპარაკობს მკვდრის დედა!!! ახალი საქმის მასალები გადმოეცემა ორშაბათს, მაგრამ მანამდე მოგაწოდებთ რამდენიმე ინფორმაციას!

1) რიკაძის ადვოკატი, კახა წერეთელიც, ფიქრობს დაცვაზე უარის თქმას!

2) ჩიქოვანის ადვოკატმა ძველმა ბიჭმა ,"გამხიტა"-მ, ჩამოყარა ყურები!

3) ექსპერტიზის პასუხების მიხედვით, გიგა ავალიანს, სასიკვდილო დაზიანება მიაყენეს მკვრივი, ბლაგვი საგნის, შუბლში პირდაპირი დარტყმით!!!

4) ქვაზე დღეს არ ვისაუბრებ, ჟურნალისტს ვუტოვებ ექსკლუზივს!

5) ძალადობის ამსახველ ვიდეოებზე გაკეთებულია ფონოსკოპიური (ხმის) და ჰაბიტოსკოპიური (ვიზუალის) ექსპერტიზები, რომლითაც იდენტიფიცირებულია გაბაშვილიც, რიკაძეც და ჩიქოვანიც!( მშობლების სინქრონში ლაყბობა რა თქმა უნდა ტყუილია!)

6) ძმები ჩიქოვანები, რიკაძე და გაბაშვილი, ოთხივე, არის სკინჰედი (ძალადობრივი ჯგუფის წევრები)!!!!!

7) დამიკავშირდნენ არასრულწლოვნები (მშობლებიც), რომელთაც ფიზიკურად პირადად უსწორდებოდნენ ეს ველურები! ალაპარაკდა სკვერში ცემის თვითმხილველები!

9) არ არსებობს სკოლა ,,ინტელექტი"-ში მასწავლებელი, ვისაც ნია იმნაძე თხოვდა, დამეხმარე გიგა ავალიანი მავიწროვებსო! (არადა საჯაროდ იტყუებოდა ჩიქოვნების დედა!)

10) ნია იმნაძის "ოჯახი" სუფრაზეც კი თავს იწონებს, რომ "ნიას ვერ დაიჭერენ" !!! ნია იმნაძის "ოჯახო", არ იქნება სახელმწიფო სამართალი?!?!?! იქნება ჩემი სამართალი!!!" - წერს ეკა კუპატაძე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რიკაძის, დემეტრე ჩიქოვანისა და ალექსანდრე გაბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი რიკაძე, დემეტრე ჩიქოვანი, ალექსანდრე გაბაშვილი და სხვა პირები კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებებით თავად, თითქოსდა გოგონების სახელით წერდნენ შერჩეულ მსხვერპლს და ახდენდნენ მათ გარეთ გამოტყუებას, ითანხმებდნენ მათ წინასწარ შერჩეულ დროსა და ადგილას შეხვედრაზე, უსაფრდებოდნენ და მათზე ჯგუფურად ფიზიკურად ძალადობდნენ, რაც მსხვერპლის უმოწყალო ცემასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა.

წაიკითხეთ ასევე: