შორენა ბეგაშილი დაინიშნა. ცოტა ხნის წინ მსახიობმა სოციალურ ქსელში საყვარელი მამაკაცის ვინაობა გაასაჯაროვა და მასთან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.


2 წელზე მეტია, რაც შორენა ბეგაშვილი ქართველ ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზეა შეყვარებული. ურუშაძეს საზოგადოება ნაკლებად იცნობს, მისი სახელითა და გვარით გუგლის საძიებო სისტემაში ინფორმაციის მოძიება გაგიჭირდებათ. არ იძებნება ასევე ურუშაძის ფოტოები.


Companyinfo-ზე ვკითხულობთ, რომ ურუშაძე რამდენიმე ბიზნესშია ჩართული, მათ შორისაა ბინების მშენებლობა და ის ასევე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია.

წყარო თვეების წინ გვიყვებოდა, რომ წყვილს შორის განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემაა და მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე დიდი ხანია ერთად არიან, ძველებურად შეყვარებულები რჩებიან, ბევრს მოგზაურობენ და საყვარელი მამაკაცი შორენას ხშირად ანებივრებს ძვირფასი საჩუქრებით.

67 წლის ბიზნესმენისა და 44 წლის მსახიობის ცხოვრებაზე ბოლო დროს თბილისში ბევრს ჭორაობდნენ.
შორენა ორჯერ იყო ოფიციალურ ქორწინებაში, ზურაბ ბარბაქაძესთან და ირაკლი ნანაძესთან, რომანები დავით ბაგრატიონ-მუხრანელთან და კანონიერ ქურდ ლაშა ბარათელთან, ეს ის მამაკაცებია, ვისზეც საჯაროდ არაერთხელ უსაუბრია ბეგაშვილს.