7 თებერვალს წალენჯიხაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მაშველი, როსტომ (ბაჩუკი) ლუკავას სიცოცხლე ემსხვერპლა. ტრაგედია წალენჯიხა-ჯვარის გზაზე მოხდა. ავარიის შედეგად კიდევ 2 ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
"ვიზიარებთ, ჯვარის სამაშველო სამსახურის თანამშრომლის, როსტომ ლუკავას ტრაგიკული გარდაცვალებით გამოწვეულ მწუხარებას... ვუსამძიმრებთ ოჯახს და მეგობრებს.. ნათელში იყოს შენი წმინდა სული" - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში.
გარდაცვლილი დაოჯახებული იყო და მას 5 წლის შვილი დარჩა