ავტორი:

60 წლის წინ, მთვარეზე გაგზავნილი საბჭოთა კოსმოსური ხომალდი გაუჩინარდა - ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მას მოულოდნელად მიაკვლიეს: რა ხდება ცნობილი

60 წლის წინ, მთვარეზე გაგზავნილი საბჭოთა კოსმოსური ხომალდი გაუჩინარდა - ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მას მოულოდნელად მიაკვლიეს: რა ხდება ცნობილი

60 წლის წინ, მთვარეზე გაუჩინარებული საბჭოთა კოსმოსური ხომალდის ბედი, შესაძლოა, საბოლოოდ გაირკვეს.

1966 წლის 3 თებერვალს, ხომალდი "ლუნა 9" გახდა პირველი კოსმოსური აპარატი, რომელმაც მთვარის ზედაპირზე რბილი დაშვება განახორციელა და პანორამული სურათები გადაიღო. თუმცა მალევე სადესანტო აპარატი მწყობრიდან გამოვიდა და გაუჩინარდა.

ამგვარად, Luna 9-ის საბოლოო ადგილსამყოფელი უკვე 60 წელია გადაუჭრელ თავსატეხად რჩება.

თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ზუსტად დაადგინეს ობიექტის შესაძლო ადგილსამყოფელი - ამისათვის მათ სპეციალიზებული, ობიექტების ამომცნობი ხელოვნური ინტელექტი გამოიყენეს, რომელმაც NASA-ს კუთვნილი Lunar Reconnaissance Orbiter-ის მიერ გადაღებული ასობით კოსმოსური სურათი გააანალიზა.

ხელოვნურმა ინტელექტმა რამდენიმე ლოკაცია გამოავლინა, რომლებიც დამატებით შემოწმებას საჭიროებს. თუმცა Lunar Reconnaissance Orbiter-ის კამერების გარჩევადობა საკმარისად მაღალი არ არის, რაც დაკარგული კოსმოსური ხომალდის ზუსტი ადგილსამყოფლის დადგენას კიდევ უფრო ართულებს.

მიუხედავად ამისა, ექსპერტები იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში მთვარეზე გაგზავნილი ახალი ტექნოლოგია დაკარგული აპარატის პოვნაში დაეხმარება.

წყარო

იხილეთ ასევე: