კოლორადოს სათხილამურო კურორტ სტიმბოუტ სპრინგსთან ახლოს, მთიან რელიეფზე, მცირე ზომის თვითმფრინავი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა - ინფორმაციას ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ.
თვითმფრინავი ტენესის შტატის ქალაქ ფრანკლინში ALS Aviation LLC-ის სახელზეა რეგისტრირებული.

ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, ექვსადგილიანი თვითმფრინავი Epic E1000, რომლის ბორტზეც 4 ადამიანი იმყოფებოდა, დაახლოებით ღამის 00:20 საათზე ჩამოვარდა.
ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.