მადლობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი კიდევ ერთი წინასაარჩევნო გამოსვლისთვის - ეს უნგრელებს სიტუაციის კიდევ უფრო ნათლად დანახვაში დაეხმარება, - ასე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლას.
"თუმცა, არის რაღაც, რასაც არასწორად იგებ: ეს დებატები არც მე და არც შენ გეხება. საქმე უნგრეთის, უკრაინისა და ევროპის მომავალს ეხება. სწორედ ამიტომ ვერ გახდები ევროკავშირის წევრი“, - წერს ორბანი X-ზე.
"ერთ ვიქტორსაც კი შეუძლია იფიქროს იმის შესახებ, თუ როგორ გაიზარდოს ღიპი და არა იმის შესახებ, თუ როგორ გაზარდოს არმიის შემადგენლობა, რათა რუსული ტანკები ბუდაპეშტის ქუჩებში დაბრუნებისგან შეაჩეროს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.