თბილისის მერმა კახა კალაძემ მეუღლეს ვალენტინობა განსაკუთრებულად მიულოცა.
ფოტოებს ანუკი არეშიძე ინსტაგრამზე ავრცელებს.

“ის უფრო და უფრო ახალგაზრდავდება,“ - წერს ანუკი და გამომწერებს უახლეს ფოტოებს უზიარებს, სადაც ისინი სარკის წინ, ჩახუტებულები დგანან.
რომანტიული საღამო გიგანტურმა ვარდების თაიგულმა დააგვირგვინა. ერთ-ერთ ფოტოზე კი თბილისის მერი გულის ფორმის წითელი ბუშტებით დგას.

“ჩემი სიყვარული...“ - ასეთი წარწერით აქვეყნებს დიზაინერი ფოტოს.

მანამდე წყვილი სამტრედიაში, კახა კალაძის მშობლების სახლში იმყოფებოდნენ სადაც დრო ოჯახურ გარემოში გაატარეს. კადრებს თავად თბილისის მერი გვიზიარებს. მათ მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად ივახშმეს, საყვარელ ოთხფეხა ბინადრებსაც მოეფერნენ და არც ულამაზეს მწვანე ეზოში გასეირნება დავიწყებიათ.
ვიდეოს კომენტარებში ინსტაგრამის გამომწერები ოჯახის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ “ოჯახი ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რაც ადამიანს შეიძლება გააჩნდეს.“