დღეს სოციალური ქსელები თუ სატელევიზიო რეკლამები დანამატების ნამდვილ ბუმს გვთავაზობენ: ზოგი „მარადიულ ახალგაზრდობას“ გვპირდება, ზოგი კი ენერგიის მოზღვავებას.შედეგად, ვიტამინების მიღება თანამედროვე ცხოვრების წესად და ერთგვარ მოდად იქცა.
- ბატონო ლაშა, რატომ არ შეიძლება ვიტამინებისა და დანამატების თვითნებურად მიღება ექიმის გარეშე?
- ბოლო წლებში ძალიან ტრენდული გახდა საკვები დანამატები, რომლებიც, თავის მხრივ, მოიცავს სხვადასხვა ტიპის ვიტამინებსა და მინერალებს. თითოეული მათგანი გარკვეულ როლს ასრულებს ჩვენს ორგანიზმში. ერთი შეხედვით, თითქოს უსაფრთხო უნდა იყოს, რადგან ისინი ბუნებრივი პროდუქტებია და ჩვენს ორგანიზმშიც არსებობენ, მაგრამ ეს ასე არ არის - შესაძლებელია, ზოგიერთმა მათგანმა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ჯანმრთელობაზე. როდესაც რომელიმე საკვები დანამატის მიღებას გადავწყვეტთ, აუცილებლად უნდა გვქონდეს პროფესიული ინფორმაცია. მე არ ვგულისხმობ სოციალურ ქსელში გავრცელებულ რჩევებს. ჩვენ შეიძლება არ ვიცოდეთ იმ საფრთხეების შესახებ, რასაც თითოეული მათგანი შეიცავს, ამიტომ, იქნება ეს საკვები დანამატი თუ მიკრო და მაკრო ელემენტი, უმჯობესია, ის ექიმმა დანიშნოს... წაიკითხეთ ვრცლად