საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე, ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.
"დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ და “გ“ ქვეპუნქტებით (გამოძალვა ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.