ავტორი:

მარტივი გასეირნება - ქართველმა ბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდელი მეტოქეები დაამარცხეს

მარტივი გასეირნება - ქართველმა ბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე ნიდერლანდელი მეტოქეები დაამარცხეს

ბორჯღალოსნებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ნიდერლანდები მარტივად დაამარცხეს.

ქართველმა სპორტსმენებმა მეტოქე მათსავე მოედანზე ანგარიშით 12-61 დაამარცხეს.

  • საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებს 9 ლელო გაუტანა

"ბორჯღალოსნები“ უპირატესობას ფლობდნენ, პირველი ტაიმი 28:5 მოიგეს, შესვენების შემდეგ ანგარიში გაზარდეს და ზედიზედ მეორე დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

ჯგუფურ ეტაპზე შემდეგ მატჩს ჩვენი გუნდი 21 თებერვალს, სახლში ესპანეთთან ჩაატარებს.