როდესაც საქმე სიმდიდრეს, ექსტრავაგანტურობასა და სკანდალურ რეპუტაციას ეხება, მსოფლიოში ცოტა ვინმე თუ შეედრება ტაილანდის "ფლეიბოი“ მეფეს, მაჰა ვაჩირალონგკორნს. 73 წლის მონარქი, რომელიც ოფიციალურად რამა X-ის სახელითაა ცნობილი, პლანეტის უმდიდრესი მმართველია - მისი ქონება 52 მილიარდ ფუნტ სტერლინგს აჭარბებს.
გლოვა და კომაში მყოფი პრინცესა
ნოემბერში, დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე კვირაში, დაღვრემილი მეფე პირველი ტაილანდელი მონარქი გახდა, რომელიც სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთს ეწვია. 1 თებერვალს კი ის რელიგიურ რიტუალზე გამოჩნდა, რომელიც დედის გარდაცვალებიდან მე-100 დღეს მიეძღვნა. ფოტოებზე ჩანდა ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცები, რომლებიც მორჩილად მუხლს იყრიდნენ პირქუში მეფისა და დედოფლის წინაშე.

მისი უგუნებობის მიზეზი მხოლოდ დედის სიკვდილი არ არის: მისი უფროსი ქალიშვილი, პრინცესა ბაჯრაკიტიიაბჰა, უკვე სამ წელზე მეტია კომაშია. 2022 წლის დეკემბერში, ძაღლების წვრთნის დროს, მას გულის შეტევა დაემართა და მას შემდეგ გონზე არ მოსულა.
ვაჩირალონგკორნი ბავშვობიდანვე მოწყვეტილი იყო რეალობას. ის ბრიტანეთის პრესტიჟულ სკოლებში სწავლობდა, თუმცა ამბობენ, რომ განებივრებული ხულიგანი იყო. 12 წლის ასაკში მას საკუთარი ფეხსაცმლის თასმების შეკვრაც კი არ შეეძლო, რადგან ამას მის ნაცვლად ყოველთვის კარისკაცები აკეთებდნენ.
მოგვიანებით მან სამხედრო მომზადება ავსტრალიაში გაიარა, გახდა კვალიფიციური პილოტი და გამანადგურებელი თვითმფრინავების მართვაც ისწავლა. თუმცა, სამხედრო დისციპლინამ ვერაფერი დააკლო მის ექსცენტრიკულ ბუნებას.
ალბათ, მისი უცნაურობის საუკეთესო მაგალითი პუდელთან, ფუ-ფუსთან ურთიერთობაა. მეფემ ძაღლი 1997 წელს ბანგკოკის ბაზარში იყიდა და მას ისეთი ფუფუნება აჩუქა, რაც ბევრ ადამიანს არც დასიზმრებია. ვაჩირალონგკორნმა პუდელს ქვეყნის ავიაციის მთავარი მარშლის წოდება მიანიჭა.

2007 წელს ამერიკის ელჩმა საიდუმლო წერილში აღწერა გალა-ვახშამი, სადაც მარშალი ფუ-ფუ საღამოს ფრაკში იყო გამოწყობილი. ერთ მომენტში ძაღლი მაგიდაზე ახტა და სტუმრების, მათ შორის ელჩის ჭიქიდან წყლის დალევა დაიწყო.
იმავე პერიოდში გავრცელდა სკანდალური ვიდეო მისი მესამე ცოლის, პრინცესა სრირასმის დაბადების დღიდან: ვიდეოში პრინცესა მხოლოდ ტანგის ამარაა, იატაკზე წევს და ტორტს პუდელ ფუ-ფუსთან ერთად ჭამს, ამას კი ათობით კარისკაცი უყურებს. როდესაც ფუ-ფუ 2015 წელს მოკვდა, მეფემ მას ოთხდღიანი ბუდისტური დაკრძალვა მოუწყო და შემდეგ კრემაცია ჩაუტარა.

"სექს-ჯარისკაცების“ არმია გერმანიაში
პანდემიის დროს, როდესაც მთელი მსოფლიო კარანტინში იყო, ვაჩირალონგკორნი გერმანიის ალპებში მდებარე სასტუმრო Grand Hotel Sonnenbichl-ში გადაბარგდა. მან მთელი მეოთხე სართული დაჯავშნა, რომელიც ტაილანდური ანტიკვარიატით მორთო და სპეციალური "გართობის ოთახიც“ მოაწყო.
თან ახლდა 20 ხარჭისგან შემდგარი ჰარამხანა, რომელთაც სამხედრო წოდებები ჰქონდათ. მათი დევიზი იყო: "ვინც რისკავს, ის იგებს“. გოგონებს ჰქონდათ კოდური სახელები (მაგალითად, S01) და ტიტულები, როგორიცაა "მშვენიერი, რომელიც მეფის ერთგული იქნება“.
მეფის გერმანიაში ყოფნამ იმდენ ხანს გასტანა, რომ მან ტაილანდში საკუთარი კორონაციის წლისთავიც კი გამოტოვა. ის ქვეყანას ფაქტობრივად გერმანიიდან მართავდა, რამაც გერმანიის მთავრობის გაღიზიანება გამოიწვია.
ვაჩირალონგკორნის პირადი ცხოვრება ნამდვილი საპნის ოპერაა, სადაც ინტრიგები, ღალატი და ძალაუფლებისთვის ბრძოლა ერთმანეთშია გადახლართული. 73 წლის მეფეს, რომელიც ხუთჯერ იყო დაქორწინებული, საკუთარი დედაც კი, დედოფალი სირიკიტი, ჯერ კიდევ 1982 წელს, აშშ-ში ვიზიტისას, "დონ ჟუანს“ უწოდებდა. "ჩემი შვილი ცოტათი დონ ჟუანია. ის კარგი ბიჭია, მაგრამ ქალებს ის აინტერესებთ, მას კი ქალები - კიდევ უფრო მეტად“, - ამბობდა მაშინ დედოფალი.

მისი ყველაზე ხმაურიანი სასიყვარულო სკანდალი 2019 წელს დაიწყო. გამეფებამდე სამი დღით ადრე, მან მეოთხე ცოლად შეირთო სუთიდა ტიდჯაი, ავიაკომპანია Thai Airways-ის ყოფილი სტიუარდესა და მისი პირადი დაცვის წევრი. საქორწინო ფოტოებმა მსოფლიო აალაპარაკა - მათზე ჩანდა, როგორ იწვა სუთიდა იატაკზე მეფის ფეხებთან, სანამ ის მას საჩუქარს გადასცემდა. ასე გახდა ყოფილი სტიუარდესა ტაილანდის დედოფალი.

თუმცა, ვაჩირალონგკორნის თვალი მალევე სხვა ქალისკენ გაექცა. ქორწინებიდან სულ რაღაც ორ თვეში მან საზოგადოება შოკში ჩააგდო: თავისი საყვარელი, სინინატ ვონგვაჯირაპაკდი, "სამეფო კეთილშობილ კონსორტად“ (ოფიციალურ ხარჭად) დანიშნა და გენერალ-მაიორის წოდებაც უბოძა. სინინატი მანამდე მედდად მუშაობდა, შემდეგ კი მეფის დაცვაში პილოტი და პარაშუტისტი გახდა.
უხერხული ცერემონიის დროს, სინინატი მეფის ფეხებთან იატაკზე იწვა, რათა მისგან კურთხევა მიეღო, ამ ყველაფერს კი იქვე მჯდომი დედოფალი სუთიდა ცივი და გაქვავებული სახით უყურებდა. ტაილანდის ისტორიაში ბოლო ერთი საუკუნის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მონარქმა საჯაროდ აღიარა მრავალცოლიანობა.

იგი ბანგკოკის მკაცრი რეჟიმის ციხეში გამოკეტეს, თუმცა დრამა აქაც არ დასრულებულა. 2020 წლის სექტემბერში მეფემ ის მოულოდნელად შეიწყალა. სამეფო გაზეთში დაიწერა, რომ მას ყველა წოდება აღუდგა და "მისი სახელი აღარ არის შებღალული“. სინინატი ციხიდან პირდაპირ გერმანიაში გაფრინდა, რათა მეფის 20-კაციან "სექს-ჰარამხანას“ შეერთებოდა.
ჩირალონგკორნის ექსცენტრიკულობა მის ჩაცმულობაშიც გამოიხატებოდა, რაც ხშირად ხდებოდა დაცინვის საგანი. 2017 წელს ტაილანდის მთავრობამ უზარმაზარი ზეწოლა მოახდინა Facebook-ზე, რათა წაეშალათ ასობით პოსტი, სადაც ასახული იყო, როგორ სეირნობდა მეფე მიუნხენის სავაჭრო ცენტრში მოკლე ყვითელი ტოპით, რომელიც მუცელს არ უფარავდა.
ვიდეოში ჩანდა მის ზურგზე უზარმაზარი ტატუ, ასევე ტატუ ხელებზე.