ავტორი:

"სიყვარულის პოვნა არასდროსაა გვიან" - 102 წლის კაცი და მისი 98 წლის ცოლი: წყვილი, რომელმაც ერთმანეთი ახლახან იპოვა, ახალგაზრდებს ბედნიერი ურთიერთობის საიდუმლოს უზიარებს

"სიყვარულის პოვნა არასდროსაა გვიან" - 102 წლის კაცი და მისი 98 წლის ცოლი: წყვილი, რომელმაც ერთმანეთი ახლახან იპოვა, ახალგაზრდებს ბედნიერი ურთიერთობის საიდუმლოს უზიარებს

ნამდვილი სიყვარულის საპოვნელად არასდროსაა გვიანი, ამის საუკეთესო მაგალითი მეორე მსოფლიო ომის 102 წლის ვეტერანი ჰაროლდ ტერენსი და მისი 98 წლის ცოლი, ჯინ სვერლინია. წყვილი 2024 წელს დაქორწინდა, მას შემდეგ ბედნიერ ქორწინებაში არიან და ბედნიერი ურთიერთობის "რეცეპტებზე" მედიასთან საუბრობენ.

შეყვარებულები ამბობენ, რომ ერთად თავს თინეიჯერებივით გრძნობენ და ვალენტინობის დღეს სხვა შეყვარებულებს რჩევებსაც აძლევენ.

  • "არ დანებდეთ, სიყვარულის პოვნა არასდროსაა გვიანი - ჩვენს მაგალითს შეხედეთ. სიყვარული თავად გიპოვნით, თუ მის მისაღებად მზად იქნებით",- ამბობს სვერლინი The Post-თან ინტერვიუში.

ტერენსმა 2018 წელს 70-წლიანი ქორწინების შემდეგ მეუღლე დაკარგა. ის იფიცებს, რომ სანამ სვერლინს არ შეხვდა, სხვა ქალისთვის არასდროს შეუხედავს.

2021 წელს მან ქალი ე.წ. ბრმა პაემანზე გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე. ამბობს, რომ სვერლინა ერთი ნახვით შეუყვარდა.

  • "ასე ძლიერად არავინ მყვარებია",- განაცხადა ენერგიულმა კაცმა, რომელმაც წელს წიგნიც გამოსცა, სახელწოდებით "ხვალ ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღე იქნება".

"ჩემი ცხოვრება სრულებით შეიცვალა. არაფერს ვნანობ!", - ამბობს ჰაროლდი,

"ვერცერთი ზედსართავი სახელი ვერ აღწერს იმას, თუ რას ვგრძნობ ჯინის მიმართ", - ამბობს პატარძალი.

წყვილი აცხადებს, რომ ერთმანეთს ვერ შორდება და თავიანთი ჯადოსნური ქორწილის დღეს იხსენებს.

"ჩვენი ქორწილის დღე საუკეთესო იყო, რაც კი 102 წლის განმავლობაში მქონია", - თქვა ტერენსმა ნორმანდიის სანაპირო ზოლში გამართულ ქორწილზე.

"გახსოვდეთ, რატომ შეგიყვარდათ თქვენი მეორე ნახევარი და მის შეცვლას ნუ ეცდებით",- რჩევას იძლევა ტერენსი, რომელიც ყოველდღიურად მედიტირებს და მანქანითაც მოძრაობს.

თუმცა წყვილის ვნებიან და რომანტიკულ ურთიერთობას კიდევ ერთი საიდუმლო ინგრედიენტი აქვს: "წარმატებული სასიყვარულო ურთიერთობის და ქორწინების საუკეთესო საიდუმლო ისაა, რომ ჩვენ ერთად არ ვცხოვრობთ",- განაცხადა ტერენსმა, რომელსაც სახლი სამხრეთ ფლორიდაში, ცოლისგან 30 წუთის სავალზე აქვს. ისინი ერთმანეთს კვირაში ოთხი დღე ხვდებიან.

რაც შეეხება ვალენტინობის დღეს, ჰაროლდმა მეუღლეს ოცი ვარდი აჩუქა, რომელსაც სასიყვარულო წერილიც დაურთო. მიუხედავად ამ რომანტიკული ჟესტისა, ტერენსი ამტკიცებს, რომ წყვილისთვის "ყოველი დღე ვალენტინობის დღეა".

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა