მეგან მარკლი გულშემატკივრებს პრინცესა ლილიბეტის ფოტოს უზიარებს - პრინცი ჰარისა და მისი შვილის იშვიათი ფოტო

მეგან მარკლი გულშემატკივრებს პრინცესა ლილიბეტის ფოტოს უზიარებს - პრინცი ჰარისა და მისი შვილის იშვიათი ფოტო

მეგან მარკლი ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით პრინცი ჰარისა და პრინცესა ლილიბეტის ფოტოს აქვეყნებს.

  • ვალენტინობის დღეს სასექსის ჰერცოგინიამ "ინსტაგრამზე" ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჰარის 4 წლის ქალიშვილი ხელში უჭირავს. პატარა ლილიბეტს ვარდისფერი კაბა აცვია და ბუშტები უჭირავს ხელში.

წყვილი წლების მანძილზე ცდილობდა, რომ ბავშვების სახე სოციალურ ქსელებში ხშირად არ გამოეჩინათ, თუმცა ამჯერად მეგანის კადრში ლილიბეტის სახეც ჩანს.

"ეს ორი + არჩი = ჩემი სამუდამო ვალენტინები",- დაწერა 44 წლის მარკლმა ფოტოს აღწერაში.

გასულ წელს, ვალენტინობის დღეს, ორი შვილის დედამ ჰარისადმი მიძღვნილი წერილი გააზიარა, მაშინ ჰარისა და მეგან სიყვარულის დღის ერთმანეთის გარეშე გატარება უწევდათ.

"სახლში დაბრუნებული ჩვენს ბავშვებს ვუვლი და ჩემი ვალენტინი მენატრება, რომელიც Invictus Games-ზე აგრძელებს მუშაობას, ზრუნავს სხვა ადამიანებზე და ვეტერანთა და მათი ოჯახების საშუალებით ყველას გვახსენებს განკურნების და მხნეობის ძალას. უზომოდ ვამაყობ ჩემი მეუღლით და ყველაფრით, რაც მან შექმნა. ჩემო სიყვარულო, ბურგერს და ფრის და თევზსა და ჩიფსებს შენთან ერთად ცხოვრების ბოლომდე შევჭამ",- წერდა მარკლი.

წყარო: pagesix.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა