აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელიც სლოვაკეთში იმყოფება, აცხადებს, რომ აშშ-ს არ აქვს საფუძველი, ეჭვქვეშ დააყენოს ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ევროპული ქვეყნების დასკვნა.
რუბიომ განაცხადა, რომ ინფორმირებულია ამ ცნობების შესახებ.
მან დასძინა, რომ აშშ არ დავობს შეფასებაზე და არ აქვს მიზეზი, რომ ეჭვქვეშ დააყენოს იგი.
"ეს შემაშფოთებელი ანგარიშია“, - განაცხადა რუბიო და დასძინა:
ეს მათი ანგარიში იყო და მათ ეს გამოაქვეყნეს", - განაცხადა რუბიომ.
"გაერთიანებული სამეფო, შვედეთი, საფრანგეთი, გერმანია და ნიდერლანდები დარწმუნებულები არიან, რომ ალექსეი ნავალნი სასიკვდილო ტოქსინით მოწამლეს.ეს ჩვენი მთავრობების დასკვნაა, რომელიც ალექსეი ნავალნის ნიმუშების ანალიზს ეყრდნობა. ამ ანალიზებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ ადგილი ჰქონდა ეპიბატიდინს,” - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.