რუსეთში დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიები ახალ ტალღაზე გადავიდა. მოსკოვის გოლოვინსკის რაიონულმა სასამართლომ ტელეკომპანია "დოჟდის“ წამყვანსა და ცნობილ ჟურნალისტს, ეკატერინე კოტრიკაძეს, დაუსწრებლად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლომ ჟურნალისტი დამნაშავედ ცნო რუსული არმიის შესახებ "ფეიკების“ გავრცელებასა და "უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონის დარღვევაში. პროკურატურა მისთვის 9-წლიან პატიმრობას ითხოვდა.

სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს, რომლებიც ჟურნალისტის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის გაშუქებას უკავშირდება:
კრემლის სამიზნეში კოტრიკაძესთან ერთად მისი მეუღლე, არხის მთავარი რედაქტორი ტიხონ დიადკოც მოხვდა. მასაც, ცოლის მსგავსად, არმიის შესახებ "ფეიკების“ გავრცელებას ედავებიან. წყვილი უკვე შეყვანილია "ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ სიაში, მათზე გამოცხადებულია ფედერალური ძებნა და დაუსწრებლად შეფარდებული აქვთ პატიმრობა.

სასამართლომ განაჩენი "დოჟდის“ სხვა თანამშრომლებსაც გამოუტანა:
განსაკუთრებით საყურადღებოა ჟურნალისტ ვალერია კიჩიგინას საქმე. ის გახდა პირველი ჟურნალისტი, რომელსაც რუსული არმიის შესახებ "ფეიკების“ გავრცელებაში ედავებიან არა უკრაინის, არამედ საქართველოში მიმდინარე ომის (2008 წლის აგვისტოს ომი) შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო.
ამჟამად "დოჟდის“ თითქმის მთელი გუნდი ევროპაში იმყოფება და მუშაობას ემიგრაციიდან აგრძელებს, რადგან რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში მათ მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.