დიდი სიხარული, დიდი იმედგაცრუება, ასპარეზობა გარდაცვლილი მშობლების ფოტოთი და სხვა - 15 ფოტო ზამთრის ოლიმპიადიდან
ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მაყურებელს და გულშემატკივრებს ასეულობით ამაღელვებელი წუთები და ემოციები უკვე აჩუქა.
ოლიმპიადაზე სპორტსმენებმა უამრავი შთამაგონებელი მომენტი შექმნეს, რეკორდული შესრულებაც ვიხილეთ.
ნორვეგიელმა იოჰანეს ჰოსფლოტ კლებომ მამაკაცთა 4 x 7.5 კმ სიგრძის სათხილამურო ტრასაზე მეცხრე ოქროს მედალი მოიპოვა, რითაც ყველაზე ტიტულიანი ზამთრის ოლიმპიელი გახდა.
ბრაზილიელმა ლუკას პინეირო ბრაათენმა ისტორია შექმნა მამაკაცთა გიგანტურ სლალომში ოქროს მედლის მოპოვებით. ეს ბრაზილიისა და სამხრეთ ამერიკის პირველი მედალია ზამთრის თამაშებზე.
აშშ-ს ნაკრების წევრმა ჯორდან სტოლცმა 500 მეტრზე ციგურებით სრიალში მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. მან ასევე ახალი ოლიმპიური რეკორდის დაამყარა და ყველაფრის შესრულება 33.77 წამში შეძლო.
ოლიმპიადის ყველაზე დრამატული ფიგურა აშშ-ის ფიგურული სრიალის ვარსკვლავი ილია მალინინი იყო - რამდენიმე დაცემამ და სხვა უჩვეულო შეცდომებმა მას გამარჯვება ვერ მოუტანა და როგორც ყველა ელოდა, გამარჯვებულის კვარცხლბეკზე ვერ შედგა.
CNN-მა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საუკეთესო ფოტოები წარმოგვიდგინა:
აშშ-ის წარმომადგენელი ანიკა ბელშოუ ქალთა შორის თხილამურებით ხტომის შეჯიბრში.
ყაზახეთის წარმომადგენლები: ნადეჟდა მოროზოვა, არინა ილიაჩშენკო და ელიზავეტა გოლუბევა ციგურებით სრიალებენ გუნდური შეჯიბრის მეოთხედფინალში.
მაყურებლები დროშებით ხელში, ბორმიოში გამართული მამაკაცთა გიგანტურ სლალომის რბოლისას.
ამერიკელი ფიგურული მოციგურავე ილია მალინინი მისი წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ.
უკრაინელი მოთხილამურე დმიტრო შეპიუკს ხელში სტიკერი უჭირავს წარწერით „უკრაინელი გმირები ჩვენთან ერთად“.
საქართველოს წარმომადგენლები ფიგურული ციგურაობაში - დიანა დევისი და გლებ სმოლკინი
ჰანა ბილკა (მარცხნივ) კანადასთან მოგებულ მატჩში (5-0) შეერთებულ შტატებს მეორე გოლს უტანს.
ოქროს მედალოსანი ნორვეგიელი იოჰანეს ჰოფლოტ კლებო (მარცხნივ) ქროს-ქანთრი სპრინტის კლასიკური შეჯიბრის შემდეგ, ეხუტება ბრინჯაოს მედალოსანს, ასევე ნორვეგიელ ოპსტად ოსკარ ვიკეს.
10 თებერვლის მოკლე პროგრამაში გამოსვლის შემდეგ, ამერიკელ მოციგურავე მაქსიმ ნაუმოვს მშობლებთან ერთად, ბავშვობაში გადაღებული ფოტო უჭირავს - მისი მშობლები გასულ ზამთარს ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.
ჰოლანდიელი მოციგურავე იუტა ლირდამი 1000 მეტრზე ოლიმპიური რეკორდის დამყარების შემდეგ. მან რბოლა 1:12.31 წამში დაასრულა.
უკრაინელი სკელეტონისტ ვლადისლავ ჰერასკევიჩს ჩაფხუტზე გამოსახული აქვს რუსეთის თავდასხმების დროს დაღუპული უკრაინელი სპორტსმენები. რამდენიმე დღის შემდეგ ის დისკვალიფიცირებული იქნა.
ანასტასია ანდრინავა - ნეიტრალური სპორტსმენi
ამერიკელი ფიგურული მოციგურავე ილია მალინინი გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობის დროს.
პარალელურად მილანში მიმდინარეობდა ოლიმპიური თამაშების საწინააღმდეგო აქციები, სადაც მომიტინგეები პოლიციამ წყლის ჭავლით დაშალა.