ავტორი:

“ივანიშვილს იმაზე მეტად ეშინია ჩემი, ვიდრე პუტინს - ნავალნის, ამიტომ მე ყველაფრისთვის მზად ვარ“ - მიხეილ სააკაშვილი

“ივანიშვილს იმაზე მეტად ეშინია ჩემი, ვიდრე პუტინს - ნავალნის, ამიტომ მე ყველაფრისთვის მზად ვარ“ - მიხეილ სააკაშვილი

“დასავლელმა ექსპერტებმა საბოლოოდ დაადასტურეს, რომ ნავალნი ციხეში მოწამლეს იშვიათი, სამხრეთ ამერიკული საწამლავით, რომლის გამოყენება მხოლოდ რუსეთის მთავრობას შეეძლო,“ - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ფეისბუქზე“ წერს და აღნიშნავს, რომ მისი მოწამვლის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.

“ნავალნის პუტინი ყოველთვის "რუსეთის სააკაშვილს" ეძახოდა, ხოლო თვითონ ალექსეი ნავალნიმ ციხიდან მოწამვლამდე ცოტა ხნით ადრე მოუწოდა ოლიგარქის მთავრობას შეეწყვიტა ჩემდამი არასათანადო მოპყრობა. ნავალნი მოკლეს, რათა პატიმართა გაცვლაში არ მოყოლილიყო.

ივანიშვილს იმაზე მეტად ეშინია ჩემი, ვიდრე პუტინს ეშინოდა ნავალნის, ამიტომ მე ყველაფრისთვის მზად ვარ. სხვათა შორის ჩემი პირველი მოწამვლაც დასავლელმა სპეციალისტებმა დაადასტურეს. როდის იქნება მეორე, მხოლოდ ჯაყომ და მისმა რუსმა პატრონებმა იციან,“ - წერს სააკაშვილი.

იხილეთ ასევე: