უმა თურმანისა და იტან ჰოუკის ქალიშვილი დაქორწინდა. 27 წლის მსახიობის, მაია ჰოუკის რჩეული მუსიკოსი კრისტიან ლი ჰადსონია. ქორწილი ნიუ-იორკში, ვალენტინობის დღეს შედგა.
ცერემონიას, მაიას ცნობილი მშობლების გარდა, „უცნაური ამბების“ ვარსკვლავები ნატალია დაიერი, ჯო კირი, სედი სინკი, ფინ ვულფჰარდი, კალებ მაკლაფლინი, გაიტენ მატარაცო და ჩარლი ჰიტონი ესწრებოდნენ.





პატარძალს კლასიკური თეთრი კაბა ეცვა. 35 წლის ჰადსონი კი სმოკინგში იყო გამოწყობილი. 55 წლის უმა თურმანი შვილის ქორწილში ცისფერი კაბით გამოჩნდა.
ჰოუკისა და ჰადსონის რომანის შესახებ 2023 წელს გახდა ცნობილი. მაია მომავალი მეუღლის მესამე სტუდიური ალბომის, Chaos Angel-ის პროდიუსერი გახდა. მანამდე ის მომღერალ სპენსერ ბარნეტს და სერიალ „ქვიშის კაცი“-ის ვარსკვლავს, ტომ სტარიჯს ხვდებოდა.