თელავში ხანძარს 75 წლამდე ქალი ემსხვერპლა. ხანძარი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა.
მეზობლების თქმით, სახლში დედა-შვილი იმყოფებოდა, ცეცხლი კი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ ხანდაზმული ქალის გამოყვანა ვერ მოხერხდა, შვილმა გამოსვლა შეძლო.
ადგილზე მისულ სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადას ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ამ დრომდე რჩება.