პოპულარული სერიალის, “თეირანის“ პროდიუსერი 52 წლის დანა ედენი, რომელიც საბერძნეთში სერიალის მეოთხე სეზონის გადაღებებზე იმყოფებოდა, ათენში მოულოდნელად გარდაიცვალა.

ადგილობრივმა პოლიციამ გარდაცვალების მიზეზის დასადგენად ექსპერტიზა დანიშნა. დაწყებულია გამოძიება და სამართალდამცველები უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებსა და სასტუმროს პერსონალის ჩვენებებს აგროვებს.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, გამოძიება თვითმკვლელობის მუხლითაა დაწყებული.
სოციალური ქსელებში ვრცელდება სპეკულაციები იმის შესახებ, რომ შესაძლოა "თეირანის" პროდიუსერის გარდაცვალება ირანელ აგენტებთან იყოს დაკავშირებული. ამ ინფორმაციის საპასუხოდ კი სერიალის შემოქმედებითი გუნდი განცხადებას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ქალს ძალადობის კვალი არ აღენიშნება და მსგავს ინფორმაციებს უსაფუძვლოს უწოდებენ.
"მედიასა და საზოგადოებას მოვუწოდებთ, არ გაავრცელონ დაუდასტურებელი თეორიები და იმოქმედონ პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით. ეს ოჯახისთვის, მეგობრებისა და კოლეგებისთვის უზომოდ მძიმე მომენტია“, - ნათქვამია განცხადებაში.