მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტეხასში მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას პილოტისა და მისი მეუღლის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა ტრაგედიას მათი პატარა ძაღლი სასწაულებრივად გადაურჩა.


წყვილმა კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე შეტყობინება გადასცა, რომ ავარიულ დაშვებას აპირებდნენ და სავარაუდოდ, თვითმფრინავი სწორედ ამ დროს შეეჯახა ხაზს.
ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ანგარიშის მიხედვით, ავარიული დაჯდომის მცდელობის მიზეზად დაბინძურებული საქარე მინა დასახელდა.

წყვილის პატარა ლაპდოგი, რომელიც თვითმფრინავში იმყოფებოდა, ავიაკატასტროფა სრულიად უვნებელი გადაურჩა.
ძაღლი მოსავლელად იმ მეზობლებმა აიყვანეს, რომელთა სახლების წინაც თვითმფრინავი ჩამოვარდა.