ავტორი:

"საქართველოს აქვს 7%-იანი ეკონომიკური ზრდა, რას არ მივცემდით, რომ ჩვენც ასეთი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს - ვაპირებთ ეკონომიკური დიპლომატის გამოგზავნას" - სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

"საქართველოს აქვს 7%-იანი ეკონომიკური ზრდა, რას არ მივცემდით, რომ ჩვენც ასეთი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს - ვაპირებთ ეკონომიკური დიპლომატის გამოგზავნას" - სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს აქვს 7 %-იანი ეკონომიკური ზრდა. რას არ მივცემდით, რომ ჩვენც ასეთი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს. მინდა, მოგილოცოთ ეს ეკონომიკური ზრდა, - ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

  • იურაი ბლანარის თქმით, მაკა ბოჭორიშვილთან საუბრისას შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.

„დღეს ვისაუბრეთ ასევე ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. საქართველოს აქვს 7 პროცენტი ეკონომიკური ზრდა. რას არ მივცემდით, რომ ჩვენც ასეთი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს. მინდა, მოგილოცოთ ეს ეკონომიკური ზრდა. გვინდა, რომ გავაღრმაოთ ჩვენი ეკონომიკური დიპლომატია. ვაპირებთ ჩვენი ეკონომიკური დიპლომატის გამოგზავნას საქართველოში, რომ მან ეძიოს და გააღრმაოს ეკონომიკური თანამშრომლობა. არსებობს ბევრი სფერო, რომელშიც შეგვიძლია საქართველოსთვის სასარგებლო ვიყოთ. მაგალითად მწვანე ენერგიები, ინოვაციები, გამავალი წლების გაწმენდა.

დიდი ხანი არ არის რაც ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ქალბატონ მინისტრთან შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ამ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ჩვენ მოხარული ვიქნებით, რომ დავასრულოთ სხვა შეთანხმებებიც. ქალბატონ მინისტრს ვთხოვე, რომ თავის კოლეგებთან ეს საკითხი მიიყვანოს ბოლომდე. მაგალითად შეთანხმება ინვესტიციების შესახებ“, - განაცხადა იურაი ბლანარმა.