ავტორი:

"ჩვენი ქვეყანა დიდი დეზინფორმაციული კამპანიების მსხვერპლი გახდა - ძალიან ბევრი პროცესი იქნა წარმართული უცხოური ჩარევებით" - მაკა ბოჭორიშვილი

"ჩვენი ქვეყანა დიდი დეზინფორმაციული კამპანიების მსხვერპლი გახდა -  ძალიან ბევრი პროცესი იქნა წარმართული უცხოური ჩარევებით" - მაკა ბოჭორიშვილი

ჩვენი ქვეყანა დიდი დეზინფორმაციული კამპანიების მსხვერპლი გახდა. ბევრი არასწორი ინფორმაცია იქნა მიწოდებული საერთაშორისო საზოგადოების მიმართ. ქვეყანაში ძალიან ბევრი პროცესი იქნა წარმართული უცხოური ჩარევებით , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იურაი ბლანართან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • მაკა ბოჭორიშვილი განცხადებით, საქართველო მრავალი წელია გამოხატავს გულწრფელ სურვილს გახდეს ევროკავშირის წევრი და ამ მიმართულებით თანმიმდევრულად აგრძელებს მუშაობას.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ხშირად გამოიყენება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის ან ზეწოლის ინსტრუმენტად.

"საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც ძალიან დიდი ხანია გულწრფელი სურვილი აქვს გახდეს ევროკავშირის წევრი და მიისწრაფვის ამ მიმართულებით. 2014 წლიდან ქვეყანა არის ასოცირებული პარტნიორი და წარმატებით ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რაც გათვალისწინებული იყო ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესით. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ძალიან ხშირად გამოიყენება ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის და გარკვეული ზეწოლის განხორციელების ინსტრუმენტად. ჩვენი ქვეყანა დიდი დეზინფორმაციული კამპანიების მსხვერპლი გახდა. ბევრი არასწორი ინფორმაცია იქნა მიწოდებული საერთაშორისო საზოგადოების მიმართ. ქვეყანაში ძალიან ბევრი პროცესი იქნა წარმართული უცხოური ჩარევებით.

ის, რაც საქართველოს სურს, არის ის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატიული პროცესი წარიმართოს ისე, როგორც ეს ნებისმიერს დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება - უცხოური ჩარევების გარეშე. ჩვენ რასაც ვცდილობთ არის ის, რომ საკანონმდებლო ჩარჩოში მოვაქციოთ ის პროცესის, რასაც ჰქვია დემოკრატიული პროცესი. ამას აკეთებს ნებისმიერი ქვეყანა. როდესაც არის გამოწვევა, ამას სჭირდება საკანონმდებლო ჩარჩო, რათა გავუმკლავდეთ გამოწვევას.

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, იმისთვის, რომ ქვეყანამ შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა. ეს ასევე არის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობა. სტაბილურობის გარეშე შეუძლებელი იქნება იმ რეფორმების გატარება, რაც ევროკავშირში წევრობას სჭირდება. საბოლოო ჯამში, ეს ხელისუფლება არის ის, რომელიც უზრუნველყოფს საფუძვლის შექმნას ქვეყნის ევროკავშირში წევრობას. ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული მიზანია, რომ საქართველო 2030 წელს იქნება კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველაზე უფრო უკეთ მომზადებული. ქვეყანა, რომელიც შეძლებს და ექნება უნარი იმის, რომ ძლიერ სახელმწიფოებს შორის დაიდოს ბინა, იყოს კონკურენტ უნარიანი და შეძლოს ამ ჩარჩოში არსებობა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.