ავტორი:

ისტორია დაწერილია: საქართველომ ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში პირველი მედალი მოიპოვა - ბერულავა-მეტელკინას წყვილის უზუსტესი სრიალი და დამსახურებული ვერცხლი

ისტორია დაწერილია: საქართველომ ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში პირველი მედალი მოიპოვა - ბერულავა-მეტელკინას წყვილის უზუსტესი სრიალი და დამსახურებული ვერცხლი

ისტორია დაწერილია, საქართველომ ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში პირველი მედალი მოიპოვა - ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა მილანში თავისუფალ პროგრამაში 146,28 ქულა დაიმსახურა, ორი პროგრამის ჯამში კი 221,75 ქულა დააგროვეს და ოლიმპიადის კვარცხლბეკზე ვერცხლის მედლებით ავიდნენ.

შეგახსენებთ, მოკლე პროგრამაში მათ 75,46 ქულა დაიმსახურეს და თავისუფალი პროგრამის წინ, მე-2 ადგილზე იყვნენ.

პირველ ადგილზე გავიდნენ იაპონელები მიურა-კიხარა (231, 24), მესამე კი წილად ერგოთ გერმანელებს ფაბიენ-ჰაზესა და ვოლოდინს (219,09), რომლებიც მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე იყვნენ.

შეგახსენებთ, საქართველო ფიგურული ციგურაობის გუნდურ პირველობაზე მე-4 ადგილი დაიკავა, ვაჟთა ინდივიდუალურ შეჯიბრში კი ნიკა ეგაძე მე-10 ადგილზე გავიდა.

ხვალ ასპარეზობას დაიწყებენ ქალები - ოლიმპიურ ყინულზე საქართველოს ღირსებას ანასტასია გუბანოვა დაიცავს.

იხილეთ ასევე: