ავტორი:

რა ხდებოდა ბერულავა-მეტელკინას მიერ ვერცხლის მოპოვების შემდეგ და როგორ აღნიშნა ჩვენმა ოლიმპიურმა დელეგაციამ ისტორიული წარმატება (ფოტო/ვიდეო)

რა ხდებოდა ბერულავა-მეტელკინას მიერ ვერცხლის მოპოვების შემდეგ და როგორ აღნიშნა ჩვენმა ოლიმპიურმა დელეგაციამ ისტორიული წარმატება (ფოტო/ვიდეო)

2026 წლის 16 თებერვალი ქართული სპორტის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა - ჩვენმა ქვეყანამ ზამთრის ოლიმპიადების ისტორიაში პირველი მედალი მოიპოვა - ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა მილანში თავისუფალ პროგრამაში 146,28 ქულა დაიმსახურა, ორი პროგრამის ჯამში კი 221,75 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული გამარჯვება, რომელიც მთელი ქვეყნის დიდ სიხარულად იქცა.

შეგახსენებთ, მოკლე პროგრამაში მათ 75,46 ქულა დაიმსახურეს და თავისუფალი პროგრამის წინ, მე-2 ადგილზე იყვნენ.

პირველ ადგილზე გავიდნენ იაპონელები მიურა-კიხარა (231, 24), მესამე კი წილად ერგოთ გერმანელებს ფაბიენ-ჰაზესა და ვოლოდინს (219,09), რომლებიც მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე იყვნენ.

მართლაც ენით აღუწერელი იყო ის საოცარი ემოციები, რაც ოლიმპიური ყინულზე ჩვენებურების გამარჯვებას მოჰყვა ჩვენი ოლიმპიური დელეგაციის მხრიდან. სიხარულით ატირებული სპორტსმენები და მწვრთნელები, ბედნიერი ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი, რომლის დიდი დამსახურებაც არის საქართველოს ეს წარმატება.

გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს, რომელშიც კარგად ჩანს მთელი ის განწყობა, რაც მილანში, სპორტული წყვილების გამოსვლის დასრულების შემდეგ სუფევდა.