ჯეიმს ბონდის ლეგენდარულმა გოგონამ, მსახიობმა, 75 წლის ჯეინ სეიმურმა ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების საიდუმლო გაამხილა. ამ თემაზე მან Daily Mail-თან ინტერვიუში ისაუბრა.
სეიმურმა განმარტა, რომ მსუბუქ საუზმეს ანიჭებს უპირატესობას და დღის განმავლობაში ძირითად საკვებს მხოლოდ ერთხელ, დაახლოებით 13:30 საათზე მიირთმევს.

"არასდროს ვყოფილვარ დიეტაზე. უბრალოდ, სწორ არჩევანს ვაკეთებ და მისი ერთგული ვრჩები. თუ საკუთარ თავს დაარწმუნებთ, რომ დიეტაზე ხართ, საბოლოოდ მოტივაციას დაკარგავთ და თავს მოატყუებთ, მაგრამ თუ იპოვით ჯანსაღ საკვებს, რომელიც ნამდვილად გიყვართ, არასდროს იგრძნობთ თავს შეზღუდულად", - ამბობს სეიმური.

"ჩემს ოჯახს გულის დაავადების ისტორია აქვს, ამიტომ რეგულარულად დავდივარ ექიმთან და ანალიზებს ვიკეთებ. გარდა ამისა, ვვარჯიშობ, ჯანსაღად ვიკვებები, მძინავს და ვცდილობ, ზედმეტი სტრესი ავირიდო თავიდან", - განმარტავს მსახიობი.