ავტორი:

“ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!“ - რას წერს ნიკო კვარაცხელიას დედა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მასალების შესახებ

“ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!“ - რას წერს ნიკო კვარაცხელიას დედა პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული უახლესი მასალების შესახებ

ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ უახლეს კადრებს და საქმის ახალ გარემოებებს ეხმიანება.

ცოტა ხნის წინ თბილისის პროკურორმა, გიორგი მიქაიამ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილია

  • მისი თქმით, პროკურატურა ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს.

აღნიშნულ განცხადებას რამდენიმე წუთში გამოეხმაურა იზა ომაძე.

“მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამას ვითხოვ!

ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!“ - წერს იზა იმაძე.

"ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია.

  • “საქართველოს პროკურატურამ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ძმებმა გურამ და დავით კაკულიებმა, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიაზე შურისძიების და კრიმინალურ სამყაროში მათი ავტორიტეტის გამყარების მიზნით, ამ უკანასკნელის შვილის ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, მკვლელობა განიზრახეს. ძმები კაკულიების მამა, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი, დავით კაკულია 2001 წლის 25 აგვისტოს ქ.მოსკოვში მოკლეს, რაზეც კრიმინალურ სამყაროში და ასევე საზოგადოებაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დავით კაკულიას მკვლელობის დამკვეთი თითქოსდა გია კვარაცხელია იყო,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

იხილეთ ასევე: