ავტორი:

“ბუსა ჟვანიას დედამ ასეთი პირობა მომცა...“ - იზა ომაძის განცხადებით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე “ჯერ არ დასრულებულა ..."

“ბუსა ჟვანიას დედამ ასეთი პირობა მომცა...“ - იზა ომაძის განცხადებით, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე “ჯერ არ დასრულებულა ..."

2021 წელს, ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარედ მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე აცხადებს, რომ მკვლელობის საქმე “ჟერ კიდევ არ დასრულებულა და მალე ის კონკრეტულ სახელებს და გვარებს დაასახელებს.“

  • ამის შესახებ მოკლულის დედამ “ტელეკომპანია პირველთან“ განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ სასტიკ ანგარიშსწორებაში მონაწილე ფიგურები ქვერგოლია, მათ ვიღაც მფარველობდა და აქამდე არ იყო პოლიტიკური ნება, რომ ბრალდებულები დაესაჯათ.

“მინდა მადლობა გადავუხადო ყველა თანამებრძოლს, ვინც ამ 5 წლის განმავლობაში ჩემთან ერთად, ინტერესით ელოდა ამ მკვლელობის გახსნას. მინდა მადლობა გადავუხადო ჟურნალისტებს, რომლებიც მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებდნენ რომ ეს რეზონანსული მკვლელობა მისულიყო ადამიანებამდე.

დრეს ვუსმინე პროკურატურის ბრიფინგს. ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმე გახსნილად გამოცხადდა, ალბათ ისინი ასე თვლიან, მაგრამ აქ წერტილი არ დასმულა. ეს არის გარკვეული რგოლი. ყველაზე ბინძური წესით დაიგეგმა ეს მკვლელობა. ჩემთვის ახალი არც არაფერი ყოფილა - ეს არის ერთ ერთი რგოლი, სადაც თვითონ ვერ იკადრეს ასეთ ბოროტებაზე წასვლა და ქვერგოლი მოძებნეს, მაგრამ ალბათ მთავარი დამკვეთისთვის ეს მაინც საბედისწერო აღმოჩნდა.

ეს მკვლელობა რომ შეესრულებინათ ძმებს, ალბათ დამკვეთისთვის უფრო მარტივად შესაფუთი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა - აკო ჭელიძემ და გიორგი კაველაძემ, რომელსაც ნიკო არ იცნობდა, მომიკლეს ვერაგულად შვილი. აქ მხოლოდ ბრალია წარდგენილიყო, არაფერი არ მთავრდება. ველოდები, ჩემი ყურით მოვისმინო რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელებს აუცილებლად აქვთ მისჯილი სამუდამო პატიმრობა.

5 წელი დასჭირდა ამას, ალბათ არ იყო პოლიტიკური ნება თორემ მეორე დღესვე ტაქსის მძღოლმა, კონკრეტული სახელები და გვარები ახსენეს. მათ ვიღაც მფარველობდა, სახელებით და გვარებით ვისაუბრებ. მინდა საზოგადოებას ვთხოვო, თავი შეიკავონ, სახელებით და გვარებით მოვყვები ყველაფერს,“ - რაც შეეხება საქმეში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ასევე მოკლული ზურაბ ჟვანიას ვაჟს, ბუსა ჟვანიას მონაწილეობას, იზა ომაძემ მის დედასთან საუბარ გაიხსენა:

“საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე. ჩემს შვილს ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ გადარჩება უამრავი ადამიანი.

ბუსა ჟვანიას დედამ ასეთი პირობა მომცა - თუ ჩემი შვილი ამ საქმის ფიგურანტი იქნება, ჩემი ხელით ჩავაბარებ პროკურატურასო. საინტერესოა რაც გვეტყვის დღეს,“ - აღნიშნავს იზა ომაძე.

იხილეთ ასევე: