აშშ-ში. როდ-აილენდში, ჰოკეის მატჩის მიმდინარეობისას, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.
მსხვერპლთაგან ერთი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე კლინიკაში გადაყვანის შემდეგ. დაშავებულებიდან სამის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.



გამოცემის ცნობით, თავდამსხმელს ერთ-ერთმა თვითმხილველმა იარაღი გამოსტაცა, თუმცა მან სხვა იარაღი ამოიღო.


"აქ, მოედანზე, კუთხეში ვიჯექი და ფოტოებს ვიღებდი. უეცრად, სროლის ხმა გავიგონე, თავდაპირველად ფეიერვერკი მეგონა.
ზუსტად არ დამითვლია, მაგრამ ალბათ შვიდჯერ ან რვაჯერ გაისროლეს", - განუცხადა ჩიპ დელორენცომ The Providence Journal-ს.
