ბათუმში გოლიათი ჩვილი - ნიკოლოზ თაფლაძე დაიბადა. როგორც სამედიცინო ცენტრი “მედინა“ წერს, ნიკოლოზი 5 კილოგრამს და 50 გრამს იწონის.

“გამარჯობა, მე ნიკოლოზ თაფლაძე ვარ! დავიბადე ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში“ - 5050 გრამი (ჰო, 5 კგ-ზე მეტი ვარ!) და 55 სმ.
ამბობენ, ნამდვილი პატარა გმირი მოვედი ამ სამყაროში. მამიკო და დედიკო უკვე უსაზღვროდ მიყვარს და პირველი დღიდან ყველას გულები მოვიგე.
მადლობა ექიმებს და მთელ გუნდს ასეთი თბილი მიღებისთვის.
ახლა კი ჩემი დიდი თავგადასავალი იწყება,“ - წერს სამედიცინო ცენტრი და გოლიათის ფოტოებს აქვეყნებს.

