ავტორი:

“ჭარბწონიანობა, სწორედ ეს შედეგი იყო, რაც მოიტანა წინა ხელისუფლების პოლიტიკამ“ - მიხეილ ყაველაშვილი

“ჭარბწონიანობა, სწორედ ეს შედეგი იყო, რაც მოიტანა წინა ხელისუფლების პოლიტიკამ“ - მიხეილ ყაველაშვილი

“წინა ხელისუფლების დროს არაერთი მავნე დანაშაული გამოვლინდა. ამ ხალხმა სპორტის უნივერსიტეტი გააუქმა. ამან გამოიწვია, რომ საქართველო არაგადამდები დაავადების სიკვდილიანობის სტატისტიკით, ევროპის ქვეყნებში მოწინავე იყო - ეს ჭარბწონიანობა... ეს შედეგი მოიტანა მათმა პოლიტიკამ“, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარმოთქმისას აღნიშნა.

  • მისივე თქმით, „სასწრაფოდ უნდა შევქმნათ ინფრასტრუქტურა, რათა ჩვენი მოსახლეობა ჩაერთოს ჯანსაღ ცხოვრებაში და სპორტული აქტიურობით იყოს დაკავებული“.

„სპორტის განვითარებასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია სპორტით განვითარება, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ნიშნავს. ადამიანების ყოველდღიურობაში სპორტული ცხოვრების ინტეგრაციის ხელშეწყობა და სხვადასხვა სფეროში აღნიშნული მიდგომის დანერგვა, ერის ჯანმრთელობის ხარისხის ზრდასთან ერთად, უზრუნველყოფს ჩვენი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, მავნე ზეგავლენისგან დაცვას. გვერდს ვერ ავუვლი ამ საკითხს. მე აქ ვიყავი პარლამენტში, როცა ჩვენ არაერთი კვლევა ჩავატარეთ სპორტის კომიტეტის მეშვეობით. აქ წინა ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია იყო. არაერთი მავნე დანაშაული გამოვლინდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც ამ საკითხს ეხება არის ის, რომ ამ ხალხმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, უნდა იცოდნენ, რომ სპორტის უნივერსიტეტი გააუქმა. სპორტული ინფრასტრუქტურა გაანადგურეს, ამასთან ერთად სპორტის უნივერსიტეტი გაანადგურეს და გააუქმეს. 7-წლიანი პაუზა იყო და სკოლებში სპორტის მასწავლებლების დეფიციტი შეიქმნა. ფიზიკის, ისტორიის და ქართულის მასწავლებლებს ჰქონდათ შეთავსებული სპორტის გაკვეთილები. ამან რა გამოიწვია - ჯანდაცვის ორგანიზაციებთან ერთად ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და საქართველო არაგადამდები დაავადების სიკვდილიანობის სტატისტიკით ერთ-ერთი მოწინავე იყო ევროპის ქვეყნებში. ეს კვლევები დაახლოებით 7-8 წლის წინ გავაკეთეთ. ეს ჭარბწონიანობა... ეს შედეგი, რომელიც ამ მავნე ხელისუფლებამ ჩაიდინა... სწორედ ეს შედეგი იყო, რაც მოიტანა მათმა პოლიტიკამ - განადგურებული სპორტული ინფრასტრუქტურა, სპორტის მასწავლებლების დეფიციტი. დღეს რომ ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში მულტიფუნქციური სპორტული ობიექტები, სწორედ ეს არის პასუხი, რომ როგორმე სასწრაფოდ უნდა შევქმნათ ინფრასტრუქტურა, რათა ჩვენი მოსახლეობა ჩაერთოს ჯანსაღ ცხოვრებაში და სპორტული აქტიურობით იყოს დაკავებული. როგორმე უნდა გავზარდოთ იმ ადამიანების რიცხვი, ვისაც სურვილი ექნება რომ სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია“,- განაცხადა ყაველაშვილმა.

ფოტო: გიორგი ჟამერაშვილი