იტალიაში, ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე, "შეყვარებულთა თაღის" სახელით ცნობილი ბუნებრივი კლდოვანი წარმონაქმნი ძლიერი შტორმის შედეგად ჩამოინგრა.
მელენდუნიოს მერმა, მაურიციო ჩისტერნინომ, ადგილობრივ გაზეთ Corriere Salentino-თან ინტერვიუში შემთხვევას "ვალენტინობის დღის არასასურველი საჩუქარი" უწოდა, რაც მისი თქმით, რეგიონის იმიჯსა და ტურიზმის ინდუსტრიას "ძალიან მძიმე დარტყმას“ მიაყენებს.

სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ და ამბობენ, რომ კლდოვანი სანაპირო ზოლის სხვა ნაწილებიც შეიძლება ჩაინგრეს. მათივე თქმით, იზრდება ეროზიის რისკიც.
აღსანიშნავია, რომ მთავრობამ ამინდის გაუარესების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სიცილიაში, სარდინიასა და კალაბრიაში.