ავტორი:

რა ქონებას ფლობენ ლევან დავითაშვილი და მისი მეუღლე და რის გამო დაიბარეს ექსმაღალჩინოსანი სუს-ში

რა ქონებას ფლობენ ლევან დავითაშვილი და მისი მეუღლე და რის გამო დაიბარეს ექსმაღალჩინოსანი სუს-ში

საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს.

  • სუს-ის განმარტებით, ისინი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით.

ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა როგორია ყოფილი მაღალჩინოსნების ქონებრივ/ფინანსური მდგომარეობა.

ლევან დავითაშვილს ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2025 წლის 25 თებერვალს აქვს შევსებული. დოკუმენტაციის თანახმად, დეკლარაციის შევსების პროცესში მის საკუთრებაში იყო 2012 წელს შეძენილი მიწის ნაკვეთი სოფელ შალაურში.

რაც შეეხება ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 13 934 ლარი ჰქონდა; ამასთან, 2024 წელს, ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე მისმა წლიურმა შემოსავალმა 80 199 ლარი შეადგინა. მასვე 2024 წლის პერიოდში ყურძნის რეალიზაციიდან 12 ათასი ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

ამასთან, როგორც ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, მის მეუღლეს თეა ფარქოსაძეს დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშზე 3 069 დოლარი და 525 ევრო ჰქონდა; მასვე ნაღდი ფულადი თანხის სახით ავტომობილის გაყიდვიდან მიღებული 7 500 დოლარი ჰქონდა. დოკუმენტაციის მიხედვით, ის არის შპს Intermanagement-ს 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, თუმცა როგორც დეკლარაციაშია მითითებული საწარმოს მუშაობით შემოსავალი არ მიუღია...განაგრძეთ კითხვა

წაიკითხეთ ასევე: